რეზონანსი
07.11.2023

საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ მიაწოდა.

როგორც გივი გინტური ამბობს, მის ძმას - თამაზ გინტურს ოკუპანტები, როგორც აგვისტოს ომის მონაწილეს ეძებდნენ და ეს ანგარიშსწორებაც ამას უკავშირდება. 

გინტურის თქმით, ოჯახთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არავინ ჩასულა და ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

მე არ ვიყავი სოფელში, როგორც გადმომცეს ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი ოჯახის საფლავზე, დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა, დაანთო სანთლები, წამოვიდა მანქანით და უკნიდან დაცხრილეს, ორი ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში.

რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი.

სუს-ს არაფერი არ უთქვამს, სახლიდან გარეთ არ გავსულვარ, არავინ არ მოსულა.

 2008 წელში მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც, როგორც ომის მონაწილე.

9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა, 9 ავტომატიანს ხელით ხომ არ გაუსწორდებოდა,“ - ამბობს გივი გინტური.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×