რეზონანსი
07.11.2023

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ვეტოს დაადებს იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ბუდაპეშტის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. უნგრეთის მთავრობის განმარტებით, ამის მიზეზი უნგრული უმცირესობების უფლებების დარღვევაა და ისინი ვეტოს დაადებენ მოლაპარაკებებს, ვიდრე უკრაინაში ენისა და განათლების შესახებ კანონი არ შეიცვლება.

„ახალი კანონები გაგვაცნეს, რომელიც უკრაინაში უნგრელების ცხოვრებას გააუარესებს“, – განაცხადა ბალაშ ორბანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველია.

ბალაშ ორბანი უკრაინაში ახლახან შემოღებულ ენის კანონს გულისხმობს ენის შესახებ, რომელიც ავალდებულებს უმცირესობებს და არა მხოლოდ უნგრელებს, სწავლის მინიმუმ 70% უკრაინულ ენაზე მიიღონ.

„უნგრეთის პოზიცია მკაფიოა, ვიდრე ეს კანონი არსებობს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უკრაინელებთან ევროკავშირში მათ ინტეგრაციაზე“, – აღნიშნა ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×