რეზონანსი
08.11.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ ისრაელს არ შეუძლია ღაზის ოკუპაცია.

ენტონი ბლინკენის თქმით, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული გარდამავალი პერიოდი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა არ უნდა მოახდინონ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.

"პრეზიდენტი [ჯო ბაიდენი] კვლავ მიიჩნევს, რომ ისრაელის ძალების მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია არ არის კარგი. ეს არ არის კარგი ისრაელისთვის. ეს არ არის კარგი ისრაელის ხალხისთვის", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×