რეზონანსი
27.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი მურთაზოდელავას თქმით, „კვიპროსის კლუბის“ თბილისის საკონსულოდ ქცეულ ტელევიზიაში, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ვერც პარტიის ოფისში და ვერც ყრილობაზე.

„ხაბეიშვილმა ახლა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში“, - დაწერა ზოდელავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×