რეზონანსი
27.11.2023

სრული მზაობაა და მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს ოპოზიციიდან, რომ კონსტრუქციულად, აქტიურად, მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც ქვეყნისა და უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული, - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას.

„ინკლუზიურობა და ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ კარი, როგორც ყოველთვის, ღია გვაქვს და მზად ვართ მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ინს ახლო წარსულის გამოცდილება, რომელიც რადიკალურმა ფრთამ წარმოაჩინა თავისი დესტრუქციული ქმედებებით და ის განცხადებები, რომელიც მათი მხრიდან კეთდება, არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შემუშავდება. დღეს ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. მმართველი გუნდის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×