რეზონანსი
27.11.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების გაგრძელება მოსალოდნელი იყო.

„ვამბობდით, რომ ეს დაპირისპირება არ იქნებოდა იმ მძიმე მდგომარეობის დასასრული, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ შექმნილი. ანგარიშსწორებისთვის ასე უგერგილოდ შერჩეული ფორმებიც კი ახალ კონფლიქტებს ბადებს და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ეს ფაქტი იქნება დასაწყისი მომდევნი კონფლიქტის. ეს კონფლიქტიც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაქუცმაცდება რესურსი, რაც ამ დრომდე პარტიას ჰქონდა. სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×