რეზონანსი
27.11.2023

ისრაელმა 11-კაციანი სია მიიღო, რომლებიც, დიდი ალბათობით, დღეს "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დრომდე ოჯახებს არ მისვლიათ ხელისუფლებისგან შეტყობინება მძევალთა გათავისუფლების შესახებ.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან 3 დღის განმავლობაში "ჰამასმა" 39 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ცნობილია, რომ შეთანხმების თანახმად, 4 დღის განმავლობაში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლონ, სანაცვლოდ კი ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს.

"ჰამასმა" უკვე გამოთქვა სურვილი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ გაგრძელდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×