რეზონანსი
05.12.2023

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა გადაეცათ.

„სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. სწორედ, მსგავსი, ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღმოგვიჩინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროცესში" - განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×