რეზონანსი
05.12.2023

ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ახლა არის განხილვის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ეს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციისა და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობას, ჩვენთვის აბსოლუტურად ღიაა ეს პროცესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე გააკეთა შეთავაზებები ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ.

„ჩვენ შესაბამისი შეთავაზებები გავაკეთეთ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების წინაშე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩაერთვებიან ცხრა პუნქტის შესრულებაში, განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელიც უკავშირდებოდა 12 პუნქტის შესრულებას, რაზეც ჩვენ ერთპარტიულად გვიწევდა 12 პუნქტზე მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×