რეზონანსი
27.12.2023

ქუთაისში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟზე მიყვანილი მძიმე ტექნიკის მძღოლმა შენობის დანგრევაზე უარი თქვა.

მას შემდეგ, რაც მან ადგილზე შეკრებილი ათეულობით ქუთაისელი დაინახა, რომელიც შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას გმობენ, მან პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და ტრაქტორი დატოვა.

“აი, ეს არის ნამდვილი ქუთაისელი, ეს არის ადამიანი, მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო ქუთაისის ისტორიის ნაწილის დემონტაჟში”, – აცხადებს “სავანეს” ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი ტურაბელიძე.

ქუთაისის ბულვარში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟში მიმდინარეობს,  პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შენობის ნგრევა უნდა დაიწყოს. “სავანეს” დემონტაჟს მეპატრონეები და ადგილობრივები აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×