რეზონანსი
27.12.2023

ნიკა მელია, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები. როგორ იქნება ეს, უპირველესად, ამომრჩეველს ვკითხავთ“.

თინა ბოკუჩავას თქმით, შესაძლებელია, ისინი ფორმალურად გაერთიანდნენ კოალიციურ რეჟიმში.

„არ მინდა, სხვა პოლიტიკური პარტიების გეგმებზე სპეკულაციური განცხადება გავაკეთო. შესაძლებელია, ისინი ფორმალურად კოალიციურ რეჟიმში გაერთიანდნენ. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არსებობს და არ გვსურს, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხმები დაიკარგოს. ამიტომ გამსხვილება უფრო კარგი იქნება. ალბათ, ამ გაერთიანებამ ნათელი მოჰფინა იმ მრავალთვიან პროცესს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას. ამან შეიძლება, ცხადყოს ფაქტი, რომ ეს ადამიანი გარკვეული პოლიტიკური ობციების შერჩევის პროცესში იყო, მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. პრეტენზია ალტერნატივაზე ბევრს ჰქონდა წარსულშიც, თუმცა შემდეგ მათი საარჩევნო შედეგები გვინახავს. ჩემი მიზანი ვინმეს დაკნინება არ არის, რადგან ეს დიდ ოპოზიციურ მიზნებს ეწინააღმდეგება, თუმცა ვისურვებდი, ადამიანები ახლო წარსულის მაგალითებზე იღებდნენ გაკვეთილებს იმ წარმატებისთვის, როცა ოპოზიციამ ხალხთან ერთად, ხელისუფლების შეცვლა უნდა შეძლოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×