რეზონანსი
27.12.2023

რუსული პროდუქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში - მმართელი პარტიის წარმომადგენელი, კახა კალაძე აცხადებს, რომ კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა, შესაბამისად ოკუპანტი ქვეყნისგან საკვების მიღება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სანქცირებული არ არის და ევროპას წითელ სიაში არ ჰყავს შეყვანილი, მათგან გარკვეული პროდუქტების მიღება პრობლემას არ ქმნის.

როგორ ხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლინება ხომ, ტენდერის საფუძველზე. შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია თუ იმ უწყებას მიაწვდის საკვებ-პროდუქტს, ან რაც არის მოთხოვნილი, პრობლემას ვერ ვხედავ. თუ სანქცირებული არ არის კომპანია, ვერ ვხედავ პრობლემას", - განაცხადა კალაძემ.

რატომ ყიდულობს მთავრობა რუსული კომპანიისგან პროდუქტებს - შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან. გომელაურის უწყებამ 4-მილიონიანი ტენდერი პოლიციელების, მაშველების და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურების თანამშრომლების კვებისთვის ოკუპანტ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას უკვე გაუფორმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×