რეზონანსი
27.12.2023

ყაზბეგში, გერგეტის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მოქალაქე, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვანო იმნაიშვილია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ჩვენი კოლეგისა და მეგობრის ბატონი ვანო იმნაიშვილის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია IDFI -ის სამძიმრის ტექსტში.

„ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ვანოზე იმდენი პოზიტიურის დაწერა შეიძლება, იმიტომ რომ ასეთი კეთილი და კარგი ადამიანის ნახვა დღეს იშვიათია. ძალიან გვატკინე და დაგვწყვიტე გული ვანიჩკა შენი წასვლით", - წერს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×