რეზონანსი
27.12.2023

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ოპოზიცია იმაზე მუშაობდა, რომ ყველას დაეჯერებინა, თითქოს ქვეყანა "ქართული ოცნების" პირობებში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, როდესაც "გლობალური ომის" პარტიამ გააცნობიერა, რომ პროცესს ვერ შეაჩერებდა და განზრახვაზე ხელი აიღო, სტატუსის მინიჭების პროცესიც გაადვილდა.

"ოპოზიცია მუშაობდა, რათა ყველას დაეჯერებინა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. ჩვენ თამამი ნაბიჯები გვქონდა, ჩვენ თამამად შევდიოდით დისკუსიაში, ვკამათობდით, ვაკრიტიკებდით გასაკრიტიკებელს, მოსაწონებელს ვიწონებდით. კრიტიკას და დისკუსიას ისინი არქმევდნენ თავდასხმებს. ჩვენ გარკვეულ ძალებს დავარქვით "გლობალური ომის პარტია" და ის ძალები არსად არ წასულან, ახლაც აქ არიან და ის ადამიანები, ის ჯგუფები თუ დარწმუნდებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ამ ქვეყანაში ხელისუფლებას შეცვლიდნენ, მაშინ ამაზე იზრუნებდნენ, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ შიდა ძალებს ამის ბერკეტი არ ჰქონდათ, ამაზე ხელი აიღეს და პროცესი გაადვილდა. ჩვენ გათვლილი გვქონდა ყველა ნაბიჯი, როდესაც ამ მესიჯებს ვახმოვანებდით, ეს იყო შეგნებული, გამიზნულად ნათქვამი ყველა სიტყვა, რომლის პირობებში, ჩვენ გარკვეულ უზრუნველყოფას ველოდით და ეს უზრუნველყოფა მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი გვქონდა. ჩვენი გუნდის სახელით ჩემს თავზე ზედმეტი რომ არ ავიღო, როგორც მინიმუმ, ის ვიცოდით, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვეძლო სტატუსის მიღება იყო ის გზა, რომლითაც ჩვენ დავდიოდით და ვიცოდით, რომ გარანტია იყო აქ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×