რეზონანსი
28.12.2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება რადიკალური ოპოზიციის  ნათქვამს, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ისინი რომ ყოფილიყვნენ, ქვეყანა სტატუსს უფრო მალე მიიღებდა,  ოღონდ ერთი შესწორებით - საქართველო მათ შემთხვევაში ომში იქნებოდა, ისევე, როგორც უკრაინა:

„გლობალური ომის პარტიას“ სურდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს გეგმა იყო, რომელსაც უარი უთხრა როგორც ხელისუფლებამ, ასევე - ქართულმა საზოგადოებამ. მათ დაინახეს, რომ საქართველოს მოქალაქეების ძლიერ, მტკიცე პოზიციას ამ მხრივ ვერ შეარყევდნენ. აქტიური პროპაგანდა მიდიოდა ქართული საზოგადოებისთვის იმ აზრის მისაწოდებლად, რომ რუსეთი სუსტია და მისი დამარცხება შესაძლებელია (ეს ნარატივი ბოლო სამი თვეა რაც შეიცვალა). რადიკალები აცხადებდნენ, საქართველოს მხდალი ხელისუფლება რომ არ ჰყავდეს, უკვე აფხაზეთში ვიქნებოდით, რა შანსს ვუშვებთ ხელიდანო. გახსოვთ, დეკანოიძიდან დაწყებული, ლომჯარიათი გაგრძელებული და პრეზიდენტ ზურაბიშვილით დამთავრებული, რას აღარ უწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს ადამიანები სწორედ ომის გეგმას ემსახურებოდნენ. იმიტომ ამბობენ, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, სტატუსს უფრო მალე მივიღებდითო. კი, დავეთანხმები ამაში, ოღონდ ერთი შესწორებით - საქართველო მათ შემთხვევაში ომში იქნებოდა, ისევე, როგორც უკრაინა.

შეურაცხმყოფელიც კია, საქართველოს მოქალაქეებს რომ კითხვა დავუსვათ, არჩევანზე რომ იყოს, კანდიდატის სტატუსს აირჩევდნენ თუ მშვიდობას, რადგან პასუხი ნათელია. ეს თემაა სწორედ გასაანალიზებელი და ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილიც ამას ემსახურება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ, რათა ინფორმირებული საზოგადოების მხრიდან საშიშროებები განეიტრალდეს ხოლმე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×