რეზონანსი
31.01.2024

მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ტეხავს" ნაციონალობა. სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს [„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა] და ცდილობენ დისტანცირებას, - ასე აფასებს მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკუთარი წარსული ეუხერხულებათ.

„მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ტეხავს" „ნაციონალობა". სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს [„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა] და ცდილობენ დისტანცირებას. ეუხერხულებათ და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ბუნებრივია, საზოგადოებაც ასე მარტივად ვერ დაუშვებს საკუთარი თავის მოტყუებას ასეთი პრიმიტიული ხერხით", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან" გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×