რეზონანსი
20.02.2024

დავით სონღულაშვილმა ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

„კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ბატონი ირაკლის პირველი ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალ პრიორიტეტშია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესი. ზუსტად ეს [ირაკლი კობახიძის და ოლივერ ვარჰეის] ერთობლივი ბრიფინგიც ხაზს უსვამს თუ ორმხრივად როგორ ხდება შესაბამისი პროცესების დაჩქარება და რამდენად დაჩქარებულ რეჟიმში მიდის ევროპასთან ინტეგრაცია“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×