რეზონანსი
20.02.2024

"ენდიაი" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. 5 დღის განმავლობაში, დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

უკვე გაიმართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. ამ წუთებში კი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან.

მმართველი გუნდის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე და არა ხმის მიცემის დღეს, უარგუმენტო და აბსურდულია, რადგან "ენდიას" მისია, 8 თვით ადრე, უკვე საქართველოშია და მალე ქვეყანაში "ეუთო ოდირის" მისიაც ჩამოვა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები ინიშნავენ ყველა იმ დარღვევას, რომელიც არჩევნების დაწყებამდე და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ხდება.

"ძალიან ბევრია სასაუბრო და მიხარია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჰყავს. გრძელვადიანი მისია ნიშნავს იმას, რომ ისინი ინიშნავენ და გულისყურით აკვირდებიან ყველა იმ დარღვევას, რომელიც უკვე მოხდა, ხდება და იქნება წინასაარჩევნოდ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აპირებს, რომ მთავარ საკითხად ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა დააყენოს.

"უნდა იყოს, მეტ-ნაკლებად, ნორმალური საარჩევნო გარემო. უცხოელ დამკვირვებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ამ სიტუაციაში. ნომერ პირველ საკითხად, ვაპირებთ, დავაყენოთ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა. არ შეიძლება, ადამიანებს, რომლებიც, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, იძულებულები გახდნენ, უცხოეთში [წასულიყვნენ] და ვის გადმორიცხულ თანხებზე, ლამის, არსებობს მთელი საქართველო, არ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხად გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×