რეზონანსი
20.02.2024

საქართველომ დიდი ხნის წინ დაიმსახურა ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პიტერ სიიარტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, გაფართოების პოლიტიკა იოლად შეიძლება გახდეს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის.

„გაფართოების პოლიტიკა ძალიან იოლად შეიძლება გახდეს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო დავობს საზოგადოების წინაშე, თუ როდის არის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, ბევრი ადამიანი მუხრუჭს აჭერს.

საქართველომ დიდი ხნის წინ დაიმსახურა ევროკავშირში წევრობა, და დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა. უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×