რეზონანსი
25.03.2024

ყოფილი მოსამართლეებისთვის გაუგებარია, სასამართლო ხელისუფლების მხრიდან უარი შემოწმებაზე, რადგან თუ დასამალი არ აქვთ, უკვირთ, რატომ ეწინააღმდეგებიან შემოწმებას, რაც მათი შეფასებით, ყველა კითხვის ნიშანს მოხსნიდა.

კარგად იციან თვითონ, საიდან აქვთ ეს ქონება დაგროვილი, რომ უკანონო გზებით აქვთ მოპოვებული. ეს კიდევ გასარკვევია, ვის სახელზე აქვთ გაფორმებული ქონებები - ავტომანქანები და ა.შ. ამიტომაც ეშინიათ ამ პროცესის. ფაქტებიც ვნახეთ, ბოლო პერიოდში გასული, მიქაუტაძის ქონებასთან დაკავშირებით, მანამდე იყო მურუსიძის ქონებასთან დაკავშირებით, იყო გოგაშვილის განცხადებები, ასი ათასობით დოლარის გადაცემის თაობაზე მურუსიძესთან მიმართებაში. ყოველდღე ვხვდებით სასამართლო სისტემაში - ერთ-ერთ პროცესზე, პირდაპირ მოსამართლემ ფეხით იარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, განმარტებაზე და კონსტიტუციურ დებულებაზე,“ - ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

მოსამართლეთა კონფერენცია რომ იყო კარგი შესაძლებლობა ე.წ. სასამართლო კლანისგან განსხვავებული პოზიციის დასაფიქსირებლად, ამაზე საუბრობს "სასამართლო გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, მაღალ თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება სისტემის რეფორმისთვის აუცილებელია.

აუცილებლად უნდა შემოწმდეს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება, შეიძლება ეს იყოს დროის საკითხი, მაგრამ ამის გარეშე რეფორმა ვერ განხორციელდება და ეს უნდა იყოს გააზრებული მოსამართლეთა მხრიდან. სამწუხაროდ, არჩევანი ისევ გაკეთდა სანქცირებული მოსამართლეების გავლენებზე და არ გაკეთებულა არჩევანი ევროკავშირსა და საქართველოს მომავალზე მოსამართლეების მხრიდან, ეს არის სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ევალებათ გადადგან ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო იყოს ინტეგრირებული ევროკავშირში. მოსამართლეთა კორპუსს აქვს ძალიან დიდი როლი, დიდი შესაძლებლობები, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ თავიანთი პოზიცია გამოეხატათ კონფერენციის მიმდინარეობისას, სამწუხაროდ, არანაირი განსხვავებული აზრი იქ არ ყოფილა,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×