რეზონანსი
26.03.2024

დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას და ასეთი ქვეყნების რიგში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ.

„თუკი 2012 წელს რუსეთიც კი უსწრებდა საქართველოს, ვინაიდან საქართველოში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა იყო სისტემის ნაწილი, პირველ რიგში საპატიმროებში და არა მხოლოდ იქ, დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას და ასეთი ქვეყნების რიგში. დღეს დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ. უფრო მეტიც, საპატიმროს მიღმაც ჩვენ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა დაცული იყოს ამგვარი მოპყრობისგან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×