რეზონანსი
26.03.2024

ერთი მხრივ, ამ რეალობას ვერ გაურბიან და მეორე მხრივ, ეშინიათ, რომ დასავლეთში გარკვეული წრეების მხრიდან შეიძლება დატუქსვა მიიღონ და ორჭოფული პოზიცია უკავიათ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში" ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია ჩაერთვება თუ არა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მომზადებულ კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვებში.

„აქ [ცვლილებებში] სწორედ ამაზეა აქცენტი გაკეთებული, რომ ერთის მხრივ, არ შეიზღუდოს, პირიქით, უფრო მეტი გარანტია, სიმყარე ჰქონდეს ადამიანის უფლებას, მისი ცხოვრების წესს, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ის ტრადიციული მიდგომებიდან. ამავდროულად, დაცული უნდა იყოს ინდივიდუალური უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. აქ სწორად უნდა გაივლოს ზღვარი პროპაგანდასა და ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს შორის. ოპოზიცია ჯერ ცდილობს, რომ თქვას, რომ ეს [ლგბტ პროპაგანდა] არ არის პრობლემა, არადა თეთრით შავზე უყურებს მთელი კაცობრიობა, რომ ბევრი ქვეყნისთვის პრობლემური გახდა და ბევრი ქვეყანა ხედავს, რომ შეიძლება პერსპექტივაში ეს პრობლემა რეალური გახდეს. ვხედავთ, რომ ასეთი [ლგბტ] ტიპის თემების პედალიზირება ხელოვნურად ხდება და გვინდა, რომ ეს თემები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებული გვქონდეს. აქ ახლა სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა ნამდვილად არ მისცემს ხელს ოპოზიციას. მეორე მცდელობა აქვს ახლა, რომ გააიგივონ პროპაგანდა და ადამიანის უფლებები, ამიტომ მკაფიოდ იქნება გამიჯნული პროპაგანდა ადამიანის უფლებებისგან. ის, რომ თვითონ ვერ ახერხებენ კატეგორიულად იმის თქმას, რომ განხილვაშიც არ ჩავერთვებითო, აჩვენებს იმას, რომ თემა იმდენად მნიშვნელოვანია, არ არის მეორეხარისხოვანი და ძალით მოგონილი და სრული უარყოფა ამის არ შეუძლიათ. ოპოზიცია დილემის წინაშე აღმოჩნდა. საზოგადოებას, მსოფლიოს მასშტაბით ეს პრობლემატიკა აწუხებს, ქართულ საზოგადოებაშიც რა თქმა უნდა. ეს ის საკითხია, სადაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, რომ ამ მიმართულებით ნათელი პოლიტიკა იყოს, საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, ამ რეალობას ვერ გაურბიან და მეორე მხრივ, ეშინიათ, რომ დასავლეთში გარკვეული წრეების მხრიდან შეიძლება დატუქსვა მიიღონ და [ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე] ორჭოფული პოზიცია უკავიათ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მოტივით „ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციური კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. საუბარია რვა პუნქტზე. ცვლილებები კონსტიტუციის 30-ე მუხლს ეხება, რომელიც ქორწინებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს განსაზღვრავს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×