რეზონანსი
27.03.2024

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა - გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, მატჩი საქართველოს წარმატებით 4 - 2 დასრულდა. მატჩზე, ბოლო, გადამწყვეტი გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. შვილის შესახებ „რადიო ათინათთან" ნიკას დედა ნანა გერგაია კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს მისთვის საოცარი შეგრძნება იყო.

„ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდგენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მდუმარედ იყო მთელი თამაში და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×