რეზონანსი
28.03.2024

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უარყო რუსეთის „აბსურდული" ბრალდება მოსკოვის ოლქში განხორციელებულ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-მა რუსეთის უშიშროების სამსახურებს გადასცა წერილობითი გაფრთხილება მოსკოვში ექსტრემისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.

„სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა" პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე. აშშ ცდილობდა ამ ტერაქტის თავიდან აცილებას და კრემლმა ეს იცის", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×