რეზონანსი
17.04.2024

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ" მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე აღნიშნავს, რომ „ინტრიგანი" პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეებით იწერენ ქულებს და ცდილობენ მოატყუონ ახალგაზრდები. მისივე თქმით, ეს პოლიტიკოსები რუსული საქმის მკეთებლები და ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელები არიან.

„საქართველო ევროპაა საქართველო სამშობლოა რუსეთი ოკუპანტია უცხო ქვეყანა უცხო ქვეყანაა ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ" მოუწოდოს ჩემს ქვეყანას. ქართველმა „ინტრიგანმა" პოლიტიკოსებმა კი, ვინც ჩვენი გაკეთებული საქმეებით ქულებს იწერენ ისევ მოატყუონ ჩვენი ახალგაზრდები. საბედნიეროდ ყველას ვერ მოატყუებთ, მართლა რუსული საქმის მკეთებლებო. ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლის მეტს რომ არაფერს აკეთებთ", - წერს მაია ბითაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×