რეზონანსი
17.04.2024

ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა, აბა, რა უნდა ქნან, ნუ ჩარევთ, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებები, საერთო ეროვნული ინტერესია, მაინც უტევენ ამ დღეების განმავლობაში, ამ ბიჭებმა დაწერეს და რა ქნა „ნაცმოძრაობის" არხმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა „მშვიდობა" ამოუღეს, რა ეჭვებში, ავადმყოფობაში არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია.

„წარმოიდგინეთ, სიტყვა „მშვიდობას" ხშირად „ქართული ოცნება" ახსენებს და ამ ბიჭებმა რომ ახსენეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ ეს არ ვარგაო და გაუყალბეს. ევროპაშია საქართველოს ადგილი, აბა, სად არის. რამე რომ მოხდეს, როგორც ხდებოდა, ესენი გავარდებიან წითელ ხიდზე, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ. აქ რომ კაცობენ რაღაცებს. ესენი დარბიან დღემდე რუსებში. ბოლოს ვინც გავიდა აქედან და იძახა მოღალატეებიო, მახსოვს, კრემლის კადრებიდან ეს ქალი. პუტინთან შეხვედრიდან მახსოვს და რუსებოო ჩვენ გვეძახის. პარადოქსია. ზოგიერთი ჩვენგანი შავ სიაში რომ ვყავართ შეყვანილი რაღაცების გამო. აღარ მინდა, გავაგრძელო", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, საქართველოს სჭირდება გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება.

„როგორ ატყუებენ ყველას. დატრენინგებული ბავშვები ჰყავთ, პომადას რომ ისვამს ადამიანი, ვნახულობთ სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებში, რომ ასე დაატრენინგეს. ნუ აყვებით ამ მკვლელებს. რა სპეცრაზმის შეტევა. ჯერ კლავდნენ და მერე მალავდნენ ხალხს სახურავებზე. რა რუსეთი და ღალატი. ომიდან ორ თვეში ხელი მოაწერეს, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომიო, გაქრა ეს რეზოლუცია? სამი კვირის წინ მაკა ბოჭორიშვილს ხელი არ მოუწერეს, რომ ოკუპაცია აღიარებულიყო. სლოგანებით ცდილობენ, ააყირაონ ქვეყანა. ლომჯარიამ და გიგაურმა რომ არ შეავსონ დეკლარაცია, რადგან მერე, მათ ენაზე რომ ვთქვა, „ლევად" ვეღარ მოატყუებენ სტუდენტებს, „კანვასის" ტრენინგები აღარ დაფინანსდება, მერე თანასწორად დაგველაპარაკებიან ადამიანები და ზემოდან კი აღარ გადმოგვხედავენ, როგორც შარშან მოხდა, დაგვიჯერა ქართველმა ხალხმა და მივიღეთ სტატუსი. ასეთი ევროპა მინდა მე. ევროპელი დიპლომატი გამჭვირვალობაზე რომ ამბობს, ეს არის ცუდი, ჩვენ უნდა ვუთხრათ, მე გავბედე ქართველმა კაცმა, რომ შენ გეუბნები, ჩემს მეგობარს, რომ ჩემი სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებიდან მიიღე საქმიანი საყვედური, რომ ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა, ის არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა. ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი, ამისთვის თუ გნებავთ, გაგვაკრიტიკეთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×