რეზონანსი
17.04.2024

აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა.

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლონ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერტად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელწმიფოს კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამვოიდეს პრემიერ - მინისტრი და დაგველაპარაკოს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×