ელზა პაპოშვილი
28.03.2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში ძმებს შორის  სისხლიანი გარჩევა მოხდა. როგორც ირკვევა, შელაპარაკების შემდეგ მათ შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ დაჭრით დასრულდა. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

40 წლამდე კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გვიან ღამით შეიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდოდ, ძმები ჩხუბის დროს ალკოჰოლური სასამელის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაჭრილმა პაციენტმა მედიკოსებს უთხრა, რომ ღია ჭრილობა მაშინ მიიღო, როცა საოჯახო საქმეებს აკეთებდა. კაცმა ასევე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზეც უარი თქვა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.       

„როგორც გავიგეთ ძმებს შორის მომხდარა კონფლიქტი. ჯერ უქეიფიათ და მერე სუფრაზე შელაპარაკება მოსვლიათ. რა ვერ გაიყვეს არ ვიცით. დედმამიშვილები არიან და რაღაცა ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

შესაძლოა დაჭრა არც უნდოდა ძმას და რაღაცა ჩხუბის დროს შემთხვევით მოხდა. თავად ამბობს, რომ ეზოში ჭრიდა რაღაცას და დაზიანება ასე მიიღო. საავადმყოფოშიც კი გადაიყავნეს და იქ ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა დეტალები ჩვენც არაფერი ვიცით. რაც ითქვა ესაა, რომ მთვრალებმა იკამათეს და მერე ეს დაჭრის ამბავიც მოხდა“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×