ელზა პაპოშვილი 15.02.2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, თანასოფლელებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება სისხლიან შურისძიებაში გადაიზარდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი 60 წლამდე თანასოფლელმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულემა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა. მისი დახმარება ადგილობრივებმა შეძლეს და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
|
ელზა პაპოშვილი 14.02.2024
მამაკაცს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.
27 წლის მოკლული ქალის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა. გარდაცვლუილის ახლობლები ყვებიან, რომ კაცი თამაშობდა, თითქოს არ იცოდა სად იყო მისი ცოლი, ან რა დაემართა.
|
რეზონანსი 13.02.2024
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით, პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. იგი ეხება შინაური ცხოველების უფლებების დაცვასა და მათი მეპატრონეების ვალდებულებებს. ასევე ითვალისწინებს სანქციების დაკისრებას კანონონის დარღვევის შემთვევაში - ფულად ჯარიმებს და პატიმრობასაც კი.
|
ელზა პაპოშვილი 13.02.2024
პოლიციამ 45 წლის კაცი მეგობარ ქალზე შანტაჟის და მუქარის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მამაკაცს გათხოვილ ქალთან ჰქონდა ინტიმური ურთეირთობა, რომელიც ფარულად გადაიღო. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალმა მას ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი უთხრა. კაცმა კი მისი შანტაჟი დაიწყო - ემუქრებოდა, რომ მათი ინტიმური კავშირის ამსახველ კადრებს მის ქმარს და ნათესავებს გაუგზავნიდა.
გარდა ამისა, მამაკაცი ქალს სახლში მიუვარდა და ბავშვების თანდასწრებით სახლში შეღწევას ცდილობდა. იგი პოლიციამ დააკავა და მის ტელეფონში ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის კადრები იპოვა.
|
ელზა პაპოშვილი 12.02.2024
ავლაბარში 50 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული მამაკაცი იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, საიდანაც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ჩანაწერები. გამოძიების ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ფელიქს კაპანოვის მკვლელობისთვის ორი ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 47 წლის კაცს ჩასაფრება ავლაბარში ძმებმა, ედვინ ბაგაშვილმა და კარლო გალოიანმა მოუწყვეს. კაპანოვს ჯერ ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი იარაღიდან ესროლეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.02.2024
რესპუბლიკური საავადმყოფოს თამანშრომლებმა შენობასთან მორიგი აქცია გამართეს, ისინი ახალ პრემიერს ღია წერილით მიმართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნაა, დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას, ასევე „შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება" და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა მათვე ჩართულობით.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.02.2024
ირაკლი კობახიძემ პრემიერის რანგში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სტიქიის ზონების მონახულებით დაიწყო, შაბათს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, დეტალურად გაეცნო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით, ასევე ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ ასეთი შემთხვევების პრევენცისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 10.02.2024
ქობულეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 31 წლის ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე მათი შვილი მეზობელმა გააუპატიურა. შშმ პირზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 80 წლის პენსიონერი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გიროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
|
ნაზი ბერიძე 09.02.2024
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ასე ულოცავს: „ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ფაზაში, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლას," - წერს ბორელი.
|
ელზა პაპოშვილი 09.02.2024
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“თვითმხილველები შემზარავი დაანაშაულის დეტალებს უყვებიან. როგორც ისინი ამბობენ, ექვსი გასროლის ხმა გაიგონეს და დაინახეს, რომ ოთხი ადამიანი იყო მოკლული, ერთი კი მძიმედ დაჭრილი. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ნათესავებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტი გახდა. როგორც ირკვევა 35 წლის კაცი, სანადირო თოფით ბიძას და ბიძაშვილს მიუვარდა, რომლებიც ბაზარში ხორცს ყიდიდნენ.
|
ნაზი ბერიძე 08.02.2024
ხუთშაბათს საღამოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში - სტიქიას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასამ 10 ადამიანი მოიყოლა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, თუმცა, ადგილობრივის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დაიღუპნენ.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2024
41 წლის ქართველი ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება შესაძლოა განზრახ მკვლელობა აღმოჩნდეს, რომელიც შემდეგაც თვთმკვლელობა იქნა გათამაშებული. როგორც ირაკლი აფრიამაშვილის ოჯახი ამბობს, მას გორის რაიონის სოფელ ახალშენში 5-მა სამხედრომ სასტიკად სცემა და შემდეგ, თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის, ცხედარი ამავე სოფლის ტყეში ხეზე ჩამოკიდეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ სამხედრო ცემაში შემოაკვდათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|