ელზა პაპოშვილი 18.04.2024

შვეიცარიაში 34 და 38 წლის ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს - როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველები ბინის გაქურდვის დროს შენიშნეს და მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ისინი დაუსხლტნენ და გაქცევა მოახერხეს. თუმცა, პოლიციამ მალევე ავტომობილით მიმალვის მცდელობისას დააკავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.04.2024

წარმატებული სპორტსმენების, მწერლებისა და ცნობილი სახეების ნაწილმა მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ზოგი „გავლენების კანონზე" პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა თავდასხმებისგან თავს ვერც სიჩუმით იცავს.
|
ელზა პაპოშვილი 17.04.2024

სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ თვითმხილველები უყვებიან, რომ ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანია დაჭრილი. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომ პირს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნილი პირი გიორგი რუხაძეა, რომელიც ძმები კაკულიების ახლო ნათესავია.
|
ელზა პაპოშვილი 16.04.2024

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის ქალი გაათავისუფლეს. საქმის ირგვლივ კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრეც გაიზარდოს. პროკურატურამ ნატო ხელაძეს მკვლელობის მუხლი მას შემდეგ მოუხსნა, რაც საქმეში მისი 7 წლის შვილის ჩვენება გაჩნდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბავშვი იმ მძიმე ღამეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, სინამდვილეში ვინ მოკლა მისი მამა.
|
ელზა პაპოშვილი 15.04.2024

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იარაღით გამვლელებს ემუქრებოდა. იტალიური მედია წერს, რომ 34 წლის ქართველი კაცი, ქურდობისა და ყაჩაღობის ისტორიით, სესტო სან ჯოვანიში იარაღის უკანონო შენახვის, მოპარული ნივთების მიღებისა და საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
|
ელზა პაპოშვილი 13.04.2024

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და ადგილობრივები რამდენიმე დღე ეძებდნენ, ტყეში მოკლული იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ცხედარს დაზიანებები აქვს და წამების კვალი ეტყობა. დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო, ხოლო დანაშაულის მოტივი გაუგებარია.
|
ელზა პაპოშვილი 11.04.2024

„ნიკორას“ მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეაღწია. ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. პოლიციამ დააკავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.04.2024

ცესკოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამ წევრობა შეიჩერა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორ წარმომადგენელს - ზაურ ხალილოვს და ნინო ჩხობაძეს, რომლებმაც კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვის დაწყების გასაპროტესტებლად. მმართველმა პარტიამ ამას უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი უწოდა.
|
ქეთო გოგოხია 11.04.2024

1993 წლის 15-16-17 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ მოიგერია და გამარჯვების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ისტორია შექმნა საბოლოოდ დამარცხებულ ომში.
|
ელზა პაპოშვილი 10.04.2024

უმძიმესი ტრეფიკინგის შემთხვევა კახეთში - გამოძიებით ირკევვა, რომ 42 წლის მამაკაცმა პატარა ოთახში და გაუსაძლის პირობებში 4 მამაკაცი 2 თვე იძულებით აცხოვრა. გამომძიებლის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები, კახეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდნენ და, მალევე, ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 09.04.2024

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. ადგილობრივების თქმით შემთხვევა 8 აპრილს მოხდა. 44 წლის მამაკაცი სამსახურში მიმავალ ცოლს გზაზე ჩაუსაფრდა და დანით სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავად კი ადგილიდან გაიქცა. ქალს თვითმხილველები დაეხმარნენ და სასწრაფო გამოიძახეს.
|
ელზა პაპოშვილი 08.04.2024

სამტრედიაში გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდაპირველად 29 წლის ქალს ქმრის მკვლელობას ედავებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობა მისმა ძმამა ჩიდინა. საქმის მასალების მიხედვით მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|