მამუკა ნაცვალაძე
20.11.2022

ერეკლე მეორის ეპოქა, რომელიც გარდამტეხი გახლდათ რუსულ ქართული ურთიერთობისათვის, იმგვარად დაამახინჯა რუსულმა, საბჭოურმა თუ პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიამ, რომ შედეგად უამრავი ანაქრონიზმი მივიღეთ. ამ თემაზე არსებული ერთმანეთის გამომრიცხველი არაერთი მოსაზრება უჩენს უამრავ თავსატეხს დაინტერესებულ მკითხველს. საბჭოურ, სტალინურ ფორმულებს მორგებული რუსეთისა და საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის კვლევის სტრატეგია და მეთოდები ტოვებს უამრავ კითხვას. 

მიუხედავად უდიდესი მცდელობისა და ინტელექტუალური რესურსებისა, საბჭოურმა იდეოლოგიამ ვერ შესძლო იმ ვაკუუმის შევსება, რაც დარჩა ამ უმნიშვნელოვანესი ეპოქის საბჭოურ თარგზე მორგების შემდეგ. ევროპის არქივებში დაცული მასალები სწორედ ის მტკიცებულებებია, რომელნიც ამხელენ საბჭოური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიურ მანიპულაციებს, რომლის შედეგად ყველაზე დიდი ანტირუსული განწყობის მქონე ერეკლე მეორე რუსთმადიდებლად გამოაცხადეს.

ელზა პაპოშვილი
19.11.2022

სასტიკი მკვლლეობა კახეთში - 25 წლის ბიჭს სოფელ შილდაში ნათესავთან ერთად მოლხენა სიკვდილის ფასად დაუჯდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გიგა არჯევანიშვილი სასიკვდილოდ 37 წლის მისავე ნათესავმა გაიმეტა. ენისელიდან სოფელ შილდაში მისულ ახალგაზრდას, დანით ჭრილობები, სავარაუდოდ, ნათესავმა მიაყენა - ბიჭს დანა ყელში ჩაარტყა და არტერიის გადაჭრის გამო ის სისხლისგან დაიცალა. მკვლელობამდე კი სავარაუდოდ, ხელჩართული ჩხუბი იყო. მოკლული ახალგაზრდას ნათესავები ამბობენ, რომ ბიჭს სხეულზე და სახეზე ცემის კვალი აღენიშნება.

ია აბულაშვილი
18.11.2022

სირცხვილი და თავის მოჭრა „ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე რომ მიხვალ, მაგრამ რა უნდა ქნა, ასეთი სისწრაფით რომ მიექანები უფსკრულისკენ, შემდეგი თავმჯდომარე აუცილებლად მაჭუტაძე იქნება - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

ელზა პაპოშვილი
18.11.2022

კიდევ ერთი სავარაუდო ფემიციდის მსხვერპლი თბილისში. გოგოლის ქუჩაძე 36 წლამდე ქალი 22 წლის კაცმა მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მსხვერპლს მამაკაცი ახალი გაცნობილი ჰყავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დააფიქსირა. მათ ბიჭი ქალთან ერთად  დაინახეს, თუმცა კონკრეტულად მკვლელობის დღეს ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ. მამაკაცმა ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლა და მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. მოკლული ქალი იტალიურ ეზოში, ეჭვმიტანილის მიერ ნაქირავებელ ბინაში ნახეს. ადგილორბივები ამბობენ, რომ მათ მეზობლად მამაკაცი ცოხვრობდა და არა ქალი. მას ბინა ახალი ნაქირავებელი ჰქონდა.   

ია აბულაშვილი
18.11.2022

„ეს იყო ერთ მსახიობზე აგებული პარტია, რომელიც დგამდა პოლიტიკურ პერფორმანსებს. როგორც კი ეს მსახიობი გაქრა, ორგანიზაცია ჩაკვდა, რადგან დროულად ვერ მოხდა თაობათა ჩანაცვლება" - ასე აფასებს პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესს.

ელზა პაპოშვილი
17.11.2022

ბავშვების მოტყუებით გატაცების კიდევ ერთი  მცდელობა ახლა უკვე გორის რაიონში დაფიქსირდა. სოფელ სკრაში სკოლასთან ბავშვებს მშობლები ხვდებიან და ისე მიყავთ სახლში. სკოლის ირგვლივ კი უკვე ორი დღეა პოლიცია პატრულირებს. ბავშვები და მათი მშობლები ამტკიცებენ, რომ სასწავლო პროცესიდან გამოსულ მოსწავლეებს, თეთრი ჯიპით უცხო მამაკაცები ხვდებიან და თანხის სანაცვლოდ გასეირნებას სთავაზობენ. ფაქტზე არა ერთი მოსწავლე საუბრობს და ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ელზა პაპოშვილი
16.11.2022

საქართველოში მცხოვრები  საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მკვლელობას, ერთი ვერსიით, ალქაიდასთან დაკავშირებული, დაქირავებული ქილერების ჯგუფი ცდილობდა, თუმცა ისრაელის მედია იუწყება, რომ იციკ მოშეს ლიკვიდაციას ირანი დაქირავებული  ქილერების  მეშვეობით აპირებდა. ტელეკომპანია „აი - 24“ ისრაელის  სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 62 წლის ბიზნესმენის მკვლელობას ირანი პირველად არ გეგმავდა. როგორც დაზვერვაზე დარყდნობით ებრაული მედია იუწყება, 2 თვის განამვლობაში ამ ჯგუფს ბიზნესმენის ლიკვიდაციისთვის ყველაფერი უკვე მომზადებული ჰქონდა, მაგრამ ქართული სპეცსამსახურები მას განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ და დაგეგმილი მკვლელობის საშუალება ქილერს სუს-ის სპეცჯგუფმა  არ მისცა.  

ელზა პაპოშვილი
15.11.2022

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შემზარავ დანაშაულში ქართული ოჯახია ეჭვმიტანილი. როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა, მამა და მათი 15 წლის ქალიშვილი. თურქული პოლიცია მათ ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ, სავარაუდოდ, მე-5 სართულიდან ჩვილი გადმოაგდეს და ეს კადრები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. 

მამუკა ნაცვალაძე
12.11.2022

XVIII ს-ის 80-იან წლებში ავსტრიის საიმპერატორო კარზე განსაკუთრებულად აქტუალური იყო საქართველოს თემა. ვენის სახელმწიფო არქივში დაცული მასალები, კერძოდ ერეკლე მეორის მიერ ევროპის  მონარქთათვის გაგზავნილი წერილები, რომლის თარგმნაც ვერ მოხერხდა, თუ ვერ მოესწრო კონკრეტული გარემოებების გამო, მსოფლიო რანგის ავსტრიელი დიპლომატის, ვენცელ კაუნიცის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა.

ეს ის ვენცელ კაუნიცია, რომლის სახელსაც უკავშირდება XVIII ს-ის დიპლომატიური რევოლუცია, რამაც კარდინალური ცვლილებები შეიტანა ევროპის დიპლომატიურ კონფიგურაციაში - კერძოდ, ერთმანეთს დაუახლოდა მანამდე სამკვდრო-სასიცოცხლო მტრად გადაკიდებული ავსტრია და საფრანგეთი. დიდი ალბათობით, ჰაბსბურგების საიმპერატორო კარზე ქართული თემები აინტერესებთ კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტის - ევროპის გლობალიზაციის მოდელის აღსრულებისთვის, რაც საღვთო რომის ბუტაფორიადქცეულ მოდელს რეალურ ძალას შესძენდა. ამ მხრივ კი უმნიშვნელოვანესი რესურსი გახლდათ ქართულ ავსტრიული საერთო პოლიტიკური ინტერესები.

ელზა პაპოშვილი
12.11.2022

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ძებნილი 26 წლის მამაკაცი პოლიციამ მომხდარიდან ორ კვირის შემდეგ გორში დააკავა. შემთხვევა 28 ოქტომბერს ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაკავებული ახალგაზრდა დაზარალებული ქალბატონის შვილიშვილის მეგობარია. მან ზუსტად იცოდა, რომ სახლში არავინ იყო და ნასვამმა ქალზე ძალადობა სცადა. 

ელზა პაპოშვილი
11.11.2022

საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებული 73 წლის პენსიონერი  დილარ კუპატაძეა. როგორც მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც  არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცის მხრიდან არა ერთ დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი და საქმეში რამდენიმე დაზარალებული არსებობს. 

ელზა პაპოშვილი
10.11.2022

საეჭვო და შემაშფოთებელი შემთხვევები სკოლებთან - ბოლო დღეებში სხვადასხვა ქალაქებში მოზარდებს უცნობი მამაკაცები ხვდებიან და წაყოლას სთავაზობენ. ბოლო მსგავსი ფაქტი თბილისში, სანზონის ერთ-ერთ სკოლასთან მოხდა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. მშობლები შეშფოთებული არიან. რას უკავშრდება ეს ფაქტები - გამოსასყიდის მიზნით გატაცებას, თუ პედოფილიას, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×