ელზა პაპოშვილი 04.11.2022
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ჩვენება ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე წარდგინა, სადაც 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დაწვრილებით ყველა, როგორ მოკლა ჯერ დედა, შემდეგ კი მამა.
გამოძიების მიხედვით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა - ის მამის დაუკითხავად 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. პროკურორი ამბობს, რომ მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნამ კონფლიქტი გამოიწვია. უთანხმოება წარმოიშვა დედასთანაც. ამიტომ მან ორივეს მოკვლა განიზრახა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.11.2022
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა პარასკევს აქცია კვლავ გამართეს ლოზუნგით „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს". მათი განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ და უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ და გაიფიცებიან.
|
ელზა პაპოშვილი 03.11.2022
დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი. ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ერთი მათგანი ასლან ქობულაძე, იგივე „ბაბუ“, მეორე კი - ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე „ბონჩო“.
ოპერატიული ღონისძიებები თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ერთვებოდნენ მოქალაქეთა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში. უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებს, მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად „ბაბუს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 02.11.2022
კვლავ უცნობია რა გახდა ზესტაფონში 23 წლის ახალგარზა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი რატომ მოკლა კაცმა კარის მეზობელი და მოგვარე.
საკუთარ მოგვარეს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა. ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 01.11.2022
ვაზისუბანში მუშებს შორის დაწყებული სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. 33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილს გამოძიება 25 წლის თემურ ხარაულის მკვლელობას ედავება. გახმაურებული მკვლელობის საქმის მასალების მიხედვით, მან თანამშრომელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის მოტივი კი ერთი შენიშვნა გახდა, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულმა თემურ ხარაულს მისცა.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2022
კიბერბულინგის გამო 17 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. არასრუწლოვანმა მის წანააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს ვერ გაუძლო. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ ტერორს გოგონაზე 35 წლის მამაკაცი ახდენდა. კიბერმოძალადე გოგონას ფოტოებს და ვიდეობს აქვეყნებდა და სექსმუშაკად ასაღებდა.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2022
ამ დროისთვის პოლიცია კვლავ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა თბილისში, სასტუმრო „ლუქსში“, სადაც 47 წლის ბიზნესმენი გიორგი მაისურაძე, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა. გამოძიება იკვლევს სასტუმროს გარშემო განლაგებული კამერების ჩანაწერებს, რათა დაადგინოს ვინ შეიძლება სასტუმროში შესულიყო და ბიზნესმენის ნომეში ხელყუმბარა აემოქმედებინა. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთის მიხედვით, ბიზნესმენმა თვითმკვლელობის მიზნით თავი სასტუმროს ნომეში თავად აიფეთქა, ხოლო მეორე ვერსიით ის სასტუმროში ააფეთქეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.10.2022
თბილისში, სასტუმროს ნომერში 47 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად აფეთქდა - სასტუმრო „ლუქსის“ ნომერში ხელყუმბარის აფეთქების გამო ახალგაზრდა კაცმა დაზიანებები, ქვედა კიდურზე, გულმკერდსა და თავზე მიიღო. სასტუმრო დალუქულია, ხოლო გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ აამოქმედა გამთენიისას სასტუმროს ნომერში ხელყუმბარა.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2022
ოჯახი უკვე მესამე დღეა, ფოთში დაკარგულ 22 წლის ჯანო ჯიქიას ეძებს. ის სახლიდან 24 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ სახლიდან გასვლისას ბიჭს წითელი მოსაცმელი ეცვა და შავი ქუდი ეხურა. პოლიციამ კამერების დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ბიჭის კვალი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა.
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ის წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2022
ქვემო ქართლში მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. დაშავებულს 4 ტყვია ქვედა კიდურების არეში აქვს მოხვედრილი. არიფ აზიზოვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
|
ელზა პაპოშვილი 22.10.2022
აფეთქება თბილისში, ლაღიძის ქუჩაძე - შაბათს დღისით ორ ადამიანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ხელყუმბარის სროლა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქებას იმხელა ხმა და სიმძლავრე ჰქონა, რომ ახლომახლო შენობები შეზანზარდა შეშინებულმა მოსახლეობამ სახლები სასწრაფოდ დატოვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|