სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    14.03.2016

     კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გეგუთის სასახლის კომპლექსთან შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს ძეგლის პირვანდელი სახით პერსპექტივაში აღქმის შესაძლებლობას მისცემს. ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია, ხოლო ამგვარი ტიპის რეკონსტრუქციის შექმნა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

    რეზონანსი
    29.02.2016

    არჩილ შუბაშვილი

    სპეციალურად "რეზონანსისთვის " ბერლინი-თბილისი

    ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა ყოველთვის კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ასე იყო ამჯერადაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ბერლინალე", სხვა დიდი საერთაშორისო ფესტივალებისგან განსხვავებით, მძაფრი სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით გამოირჩევა. გასაკვირი არ არის, რომ წელს ფესტივალის მთავარ პოლიტიკურ თემას ემიგრაციის პრობლემა წარმოადგენდა. კონკურსის გარდა ფილმებს აქ რამდენიმე პარალელური პროგრამითაც აჩვენებენ. მსოფლიო კინოს "პანორამა", "ახალგაზრდა კინოს ფორუმი", გერმანული კინოს პერსპექტივები, რეტროსპექტივები - ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელთა საშუალებით ფესტივალის სტუმრებს საერთო ჯამში 432 ფილმის ნახვა შეეძლოთ. ოფიციალური პროგრამით 25 ფილმი აჩვენეს, აქედან 18 საკონკურსოდ იყო წარდგენილი. სწორედ ამ 18 ფილმიდან უნდა გაეკეთებინა არჩევანი ჟიურის, რომელსაც საყოველთაოდ აღიარებული ამერიკელი კინოვარსკვლავი მერილ სტრიპი ხელმძღვანელობდა.

    ლიკა ამირაშვილი
    05.02.2016

     ასე გამოეხმაურა ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ჯეფ დიგინსი ქართველ პიანისტის გამოსვლას ლონდონში - კონცერტი "ქადაგან ჰოლში" იანვარის ბოლოს შედგა და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა. კონცერტამდე მისი გამოსვლით "ბიბისი"-ც დაინტერესდა და ელისო ბოლქვაძე პირდაპირ ეთერში მიიწვია.

    სალომე სარიშვილი
    30.01.2016

     კინოთეატრ "ამირანში" ამერიკელი კინორეჟისორის, მაიკლ ბეის ბოლო ნამუშევრის - "13 საათი: ბენგაზის საიდუმლო ჯარისკაცების" პრემიერა შედგა. ფილმს კინომოყვარულებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი, მიწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კინორეჟისორის ბოლო ნამუშევრის ჩვენება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ახლახან, 15 იანვარს გაიმართა და კინოკრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური შეფასებაც დაიმსახურა.

    მარი ჩიტაია
    23.01.2016

     "კარის მეზობლები", "ჩემი ასავალ-დასავალი" - წიგნებს ამ სახელწოდებით ქართველი ხალხი კარგად იცნობს. ოტია იოსელიანის ცნობილი ნაწარმოებების ახალი გამოცემით მკითხველს საშუალება აქვს, კიდევ ერთხელ მიადევნოს თვალყური მწერლის შემოქმედებას და მის განვლილ გზას, რომელიც არასდროს ყოფილა ადვილი.

    რეზონანსი
    16.01.2016

    ინგა ხალვაში

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბათუმიდან

     გისაუბრიათ ნახატთან? გაჩერებულხართ რომელიმე ტილოს წინაშე, დაგიგდიათ მისთვის ყური? თუ მსგავსი რამ მომხდარა, თქვენ დიდი ქმნილების წინაშე მდგარხართ. წარმოიდგინეთ - ერთ საგამოფენო სივრცეში ათეულობით ქმნილების არსებობა. დაუჯერებელია? თურმე შესაძლებელი ყოფილა. ასეთი გამოფენა ბათუმში გაიმართა. მხატვარმა ვახტანგ (ბესო) ბესელიამ გრაფიკული სურათების სერია, სახელწოდებით, "გრაფიკული ფურცლები" წარმოადგინა.

    სალომე სარიშვილი
    09.12.2015

     ხობის მონასტერში უკანასკნელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ახალი ნაგებობები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მოჩუქურთმებული ქვები, ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ნაქარგი სამოსი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები გამოავლინა.

    რეზონანსი
    07.12.2015

     სულ რამდენიმე დღის წინ 91 წლის მხცოვანი მხატვრისა და მოქანდაკის ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრების დიდი გამოფენა მოეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ქართველი ხელოვანის სიცოცხლეში მოწყობილი მისი უკანასკნელი გამოფენა იყო.

    სალომე სარიშვილი
    04.12.2015

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, შემოდგომაზე მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება.

    სალომე სარიშვილი
    03.12.2015

     30 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის "მოირას" პრემიერით გაიხსნა. გარდა იმისა, რომ წლევანდელ ფესტივალზე კინომოყვარულებს უახლესი ფილმების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ, წელსვე კინემატოფრაფისტებისა და კინოს სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მოწვეული პროფესორები ლექციებსა და დისკუსიებს გამართვენ.

    მამუკა ნაცვალაძე
    30.11.2015

     ქართული მუსიკის კლასიკოსი გიორგი ცაბაძე საკუთარ იუბილეზე უნიკალურ სიურპრიზს უმზადებს საზოგადოებას - დღეს, 30 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში აჟღერდება გენიალური კომპოზიტორის 12 უცნობი სიმღერა. გიორგი ცაბაძე თავისი შემოქმედების უცნობი მარგალიტებით კიდევ ერთხელ მოეფერება სრულიად საქართველოს.

    რეზონანსი
    25.11.2015

     გიორგი ცქიტიშვილი

    როგორც კი სცენას ოდნავ მოეფინება განათების მკრთალი შუქი, ბინდბუნდში ვამჩნევთ ავეჯის ცალკეულ ფრაგმენტებს, ნივთებს. ერთი შეხედვითაც ნათელია, საკმაოდ ღარიბული გარემოა. სიღრმეში, ცენტრში საწოლი დგას; თუმც, ის საგულდაგულოდაა გასწორებული. როგორც ჩანს, მასზე კაი ხანია არავინ დაწოლილა. მის გვერდით, მარცხნივ ხის საკიდია; ავანსცენის მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში მცირე ზომის, ე.წ. ტუმბოს ტიპის ორი პატარა მაგიდა დგას. ავანსცენის მარჯვენა კუთხეში, მაყურებლის სიახლოვეს კი თეთრი ფარდაა. როგორც ჩანს, აქ აივანია.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter