სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2015

     სულ რამდენიმე დღის წინ 91 წლის მხცოვანი მხატვრისა და მოქანდაკის ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრების დიდი გამოფენა მოეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ქართველი ხელოვანის სიცოცხლეში მოწყობილი მისი უკანასკნელი გამოფენა იყო.

    სალომე სარიშვილი
    04.12.2015

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, შემოდგომაზე მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება.

    სალომე სარიშვილი
    03.12.2015

     30 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის "მოირას" პრემიერით გაიხსნა. გარდა იმისა, რომ წლევანდელ ფესტივალზე კინომოყვარულებს უახლესი ფილმების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ, წელსვე კინემატოფრაფისტებისა და კინოს სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მოწვეული პროფესორები ლექციებსა და დისკუსიებს გამართვენ.

    მამუკა ნაცვალაძე
    30.11.2015

     ქართული მუსიკის კლასიკოსი გიორგი ცაბაძე საკუთარ იუბილეზე უნიკალურ სიურპრიზს უმზადებს საზოგადოებას - დღეს, 30 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში აჟღერდება გენიალური კომპოზიტორის 12 უცნობი სიმღერა. გიორგი ცაბაძე თავისი შემოქმედების უცნობი მარგალიტებით კიდევ ერთხელ მოეფერება სრულიად საქართველოს.

    რეზონანსი
    25.11.2015

     გიორგი ცქიტიშვილი

    როგორც კი სცენას ოდნავ მოეფინება განათების მკრთალი შუქი, ბინდბუნდში ვამჩნევთ ავეჯის ცალკეულ ფრაგმენტებს, ნივთებს. ერთი შეხედვითაც ნათელია, საკმაოდ ღარიბული გარემოა. სიღრმეში, ცენტრში საწოლი დგას; თუმც, ის საგულდაგულოდაა გასწორებული. როგორც ჩანს, მასზე კაი ხანია არავინ დაწოლილა. მის გვერდით, მარცხნივ ხის საკიდია; ავანსცენის მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში მცირე ზომის, ე.წ. ტუმბოს ტიპის ორი პატარა მაგიდა დგას. ავანსცენის მარჯვენა კუთხეში, მაყურებლის სიახლოვეს კი თეთრი ფარდაა. როგორც ჩანს, აქ აივანია.

    ლელა ოჩიაური
    25.11.2015

    საზოგადოებაში, ქვეყანაში, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, სიახლეები ძველებს ანაცვლებს, რაღაც ქრება და სხვა იბადება, რაღაც გარდაისახება ან მეხსიერებიდანაც იშლება. "ისი პარი" კი კვლავ ინტენსიურად აგრძელებს წლების წინ დაწყებულ "პოლიტიკასა" და კურსს და პარფიუმერიის მოყვარულებს ახალ-ახალ სახეებსა და ბრენდებს, ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფეხდაფეხ, აქტიურად სთავაზობს.

    სალომე სარიშვილი
    04.11.2015

     ავლაბარში, იორის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესია სურბ მინასი საფრთხის წინაშეა. ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ეკლესიის ტერიტორიის ნაწილი პრივატიზებულია და ამჟამად იქ მოსახლეობაა შესახლებული, მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. როგორც "რეზონანსს" "მშვიდობის ფონდის" დამფუძნებელმა, გიორგი ტუმასიანმა განუცხადა, ადგილობრივთა ნაწილს ტაძრის ქვედა ნაწილში მშენებლობა აქვს დაწყებული, რაც ძეგლს სერიოზულ ზიანს აყენებს.

    სალომე სარიშვილი
    28.10.2015

     სპეციალურად "რეზონანსისთვის" ერევნიდან

    "არქიტექტურული თვალსაზრისით, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ტაო-კლარჯეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აშენდა როგორც სომხური არქიტექტურის ტაძრები, ხოლო რაც შეეხება ისტორიულ ნაწილს, ამაზე დავა ნამდვილად შესაძლებელია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სომეხი არქიტექტორი სტეფან ნალბანდიანი და დასძენს, რომ ამ მოსაზრების გასამყარებლად ბევრი სხვადასხვა ფაქტი არსებობს. მისი აზრით, ტაო-კლარჯეთში აშენებული ტაძრები ქართულ-სომხურია და ამასაც აქვს ახსნა.

    მამუკა ნაცვალაძე
    26.10.2015

    თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა მუსიკის მორიგ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი გასული საუკუნის 80-იან წლებში დააფუძნა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ, რომელიც დღემდე ამ უმნიშვნელოვანესი კულტურული ფორუმის გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია.

    სალომე სარიშვილი
    09.10.2015

     კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქალაქ ჭიათურაში მდებარე ყოფილ პიონერთა სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

    სალომე სარიშვილი
    08.10.2015

     გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილმა წარწერამ საზოგადოებისა და სამეცნირო წრეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა გამოკვლეული არაა, სპეციალისტებში მოსაზრების დონეზე უკვე გაჩნდა გარკვეული ვერსიები. თუმცა, გადაჭრით იმის თქმა, თუ რა შეიძლება ამ წარწერის უკან იმალებოდეს, ჯერ კიდევ რთულია.

    ლელა ოჩიაური
    28.09.2015

     უკვე 2 დღეა მიმდინარეობს და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც გვთავაზობს - გავეცნოთ იმ თეატრებს, კომპანიებს, დასებსა თუ პროექტებს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს თეატრალურ ცხოვრებას, კულტურის ნაწილს წარმოადგენენ. საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ ახალ სახელებს, ახალ დადგმებს. ჩვენც გავეცნოთ და სხვასაც ვაჩვენოთ, როგორია ქართული თეატრი დღეს, რით ცხოვრობს ის.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter