ეთო გაბაშვილი
02.02.2015

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ინტენსიური შეტაკებები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

ზურა სადღობელაშვილი
28.01.2015

"საბერძნეთის არჩევნები გამოიწვევს ეკონომიკურ არამდგრადობას მთელ ევროპაში. ამიტომაც უნდა მიჰყვეს ეს ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს გეგმას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება სახელმწიფოში" - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დეივიდ ქემერონმა საბერძნეთში ახლახან დასრულებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გამარჯვება ულტრამემარცხენე პარტია "სირიზამ" მოიპოვა.

თიკო ოსმანოვა
27.01.2015

 უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკსა და ლუგანსკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - აშშ და ევროკავშირი კი მარიუპოლის დაბომბვის გამო სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ.

მაია აბაიაძე
23.01.2015

"არ გამოვრიცხავ ტრიუმფალურ შესვლას კიევშიც, პუტინმა ადრე იხუმრა, რომ 2-3 დღეში შეუძლია კიევის დაკავება და კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიტიკოსების ხუმრობა. ეს იყო პოლიტიკური მესიჯი და დანარჩენი უკვე აღსრულებაზეა დამოკიდებული", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ხოლო პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ომი დიდხანს გაგრძელდება და კრემლი მინიმუმ ლუგანსკისა და დონეცკის ფედერალიზაციას მიაღწევს.

მარიამ ვარადაშვილი
20.01.2015

 ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე უარი განაცხადა, თუმცა მინისტრები სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებასაც ვერ ბედავენ. როგორც ჩანს, მათი თვითმიზანი რუსეთის ეკონომიკის დასამარება არ არის.

მაია აბაიაძე
20.01.2015

"რუსეთის სვიფტის სისტემიდან გათიშვა ევროპას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება, რუსეთსაც ექნება პრობლემა და დანარჩენ სამყაროსაც, უფრო გაიზრდება საომარი რისკებიც," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი იმ სამომავლო სანქციაზე, რაც რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ელის.

ეთო გაბაშვილი
19.01.2015

 უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაცია ისევ გართულდა. დონბასში სროლა არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები იძულებულნი არიან, სეპარატისტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნან.

ვახტანგ შამუგია
17.01.2015

 უკვე მესამე დღეა, რაც ერევანსა და სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ათასობით ადამიანი. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის რუსი სამხედროს, რიგითი ვალერი სერგეის ძე პერმიაკოვის სომხური მხარისათვის გადაცემას მოითხოვენ. მას ბრალად ავეტისიანების ექვსსულიანი ოჯახის მკვლელობა და სამხედრო ნაწილის ტერიტორიის თვითნებური დატოვება ედება.

თიკო ოსმანოვა
16.01.2015

გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკის აეროპორტის დასაკავებლად, სეპარატისტული დანაყოფები მთელი ძალით უტევენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, თუმცა უკრაინის არმია გუშინ გვიან ღამემდე ინარჩუნებდა პოზიციებს. უკრაინის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა - პეტრო პოროშენკოს თქმით, ქვეყნის ერთიანობას საფრთხე ემუქრება.

ელზა წიკლაური
29.12.2014

უკრაინაში მესამე თაობის ინტერნეტმომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი მრავალი მცდელობის შემდეგ, როგორც იქცა, გამოცხადდა. სავარაუდოდ, აუქციონში მონაწილეობას უკრაინაში მოქმედი 3 კომპანია მიიღებს. 2 მათგანი რუსული "ვიმპელკომის" და "ემ-ტე-ეს"-ის შვილობილია, მესამე კი "ასტელიტია", რომლის აქციების 55% "თურქსელს" და 45% უკრაინელ ოლიგარქ რინატა ახმეტოვას ეკუთვნის.

ეთო გაბაშვილი
29.12.2014

 არალეგალური ფორმირებების შექმნისა და სახელმწიფო ძალაუფლების მითვისების მცდელობის ბრალდებით თურქეთში 30-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის მოხვდნენ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთ "ზამანის" მთავარი რედაქტორი ექრემ დუმანლი და სატელევიზიო ჰოლდინგ "სამანიოლუს" გენდირექტორი ჰიდაეთ კარაჯა, ასევე ამ ორ დაწესებულებაში მომუშავე ჟურნალისტები, სერიალების სცენარისტები, პროდიუსერები. მათი დაკავება 14 დეკემბრის დილის საათებში მოხდა. პოლიციამ მასმედიის წარმომადგენლები სახლებში და სამუშაო ადგილებზე დააკავა.

ეთო გაბაშვილი
22.12.2014

 გასულ კვირას მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის დარბაზში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუბლის კურსის ვარდნასა და ეკონომიკაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×