ნაზი ბერიძე
16.06.2023

კონტრიერიშის დასაწყისი ათიოდე დღის წინ ვერ გახდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მოსალოდნელი იყო და დააანონსებული თვეების განმავლობაში, თუმცა შეიძლება ჯერ ყველაფერი წინ იყოს, რადგან ჯერ-ჯერობით უკრაინას არ შეუყვანია ის ძირითადი რეზერვები, რომელსაც იგი ამ ნახევარი წლის განმავლობაში ქმნიდა - აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინის ფრონტებზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი

ნაზი ბერიძე
13.06.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდება. ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ამას რუსეთის მხრიდან დასავლეთის ბირთვულ შანტაჟად მიიჩნევს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება არა რუსეთის ინტერესებს, არამედ ბელარუსის უსაფრთხოებას უკავშირდება და რომ იგი უყოყმანოდ გამოიყენებს ამ იარაღს, თუკი ამის საჭროება დადგება.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა ე.წ. დამოუკიდებელ სამხედრო ფორმირებას მოთხოვა, რომ 1-ლ ივლისამდე პირდაპირ მათ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და უწყებასთან კონტრაქტი გააფორმონ, პირველი ხელშეკრულება სამინისტრომ ჩეჩნურ ქვედანაყოფთან, „ახმატთან" უკვე გააფორმა. „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი კატეგორიულ უარზეა.

ნაზი ბერიძე
12.06.2023

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა რომ გააძლიერებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რუსთთან - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იყო, არის და იქნება დიქტატორული სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია და რომლის იმედად დარჩა მოსკოვი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.

ნაზი ბერიძე
12.06.2023

რამშტეინის მომდევნო სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 15 ივნისს გაიმართება, კიევი და უკრაინის მოკავშირეები განიხილავენ "მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის" დეტალებს, კერძოდ, უკრაინელი მფრინავების მომზადებასა, ტექნიკის შეკეთების საკითხებსა და აღჭურვილობის ჰაბების გახსნას. შეხვედრას უხელმძღვანელებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

ნაზი ბერიძე
11.06.2023

უკრაინულმა არმიამ ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტზე რამდენიმე ადგილას უკვე გადალახა რუსების პირველი თავდაცვის ხაზი, თუმცა ეს ფრონტის გარღვევას არ ნიშნავს. დანაკარგები ორივე მხრიდან დიდია. კიევში ოფიციალურად დაადასტურეს ზაპოროჟიეს ოლქში ბრძოლებისას გერმანიიდან მიღებული პირველი „ლეოპარდის" განადგურება. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" საუბრისას იმაზე მსჯელობენ, თუ სად იქნება უკრაინელთა კონტრშეტევის მთავარი დარტყმა და რომელი მიმართულებებია ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული.

ნაზი ბერიძე
09.06.2023

პარასკევს სოჭში ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას „მეგობარი რესპუბლიკის" ტერიტორიაზე რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღის განლაგების დაწყების თარიღი დაასახელა. ამბობს, რომ ეს ერთ თვეში მოხდება. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის დასავლეთით რამდენიმე კილომეტრით გადაწევა უფრო სიმბოლური პოლიტიკური ჟესტია, ვიდრე სამხედრო მნიშვნელობის გადაწყვეტილება.

ნაზი ბერიძე
06.06.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრად დაგმოს რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში კახოვკას კაშხლის აფეთქება და აამოქმედოს ახალი სანქციები. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაული, და თუ რუსეთის ბრალეულობა დამტკიცდება, დასავლეთი მწვავე რეაგირებას მოახდენს აგრესორის წინააღმდეგ.

ნაზი ბერიძე
06.06.2023

მდინარე დნეპრზე კახოვკას დიდი კაშხლის აფეთქებას რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ მოსკოვს ადებს ხელს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სწორედ რუსეთის ჯარს აძლევს ხელს დნეპრის გასწვრივ ტერიტორიების დატბორვა უკრაინელების დიდი კონტრშეტევის წინ. თუმცა ორივე მხარე თანხმდება, რომ ზაპოროჟიეს ეტომურ ელექტროსადგურში კატასტროფის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის, რისი დიდი რისკიც იყო და რასაც ჩერნობილის ტრაგედიაზე უფრო ძლიერი დესტრუქციის გამოწვევა შეეძლო.

ნაზი ბერიძე
04.06.2023

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა და შესაბამისი სამხედრო გეგმაც დამტკიცებულია. ამის ფონზე კი უკიდურესად იძაბება ვითარება სხვადასხვა რუსულ სამხედრო ფორმირებებს შორის. ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს ერთის მხრივ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფებასთან აქვს კონფლიქტი და მეორეს მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ხელ-ფეხს უხსნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ზრდის ალბათობას, რომ მათი კონტრშეტევა წარმატებული იქნება.

ელზა პაპოშვილი
04.06.2023

მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ უკრაინის არმია და პუტინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე რუსული სამხედრო ჯგუფები რუსეთის ტერიტორიებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ 1 ივნისს გამოაცხადეს, რომ იწყებდნენ მორიგ რეიდს რუსეთის სიღრმეში. მთავარი სამიზნე ბელგოროდის ოლქია, რის გამოც ოფიციალური მოსკოვი იძულებულია, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს. 

ნაზი ბერიძე
01.06.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპელი ლიდერების სამიტზე ჩავიდა, სადაც მას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დახვდა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" უკრაინის მეთაურის მოლდოვაში ვიზიტის და სამიტის მოსალოდნელ დადებით ეფექტებზე საუბრობენ. მათი თქმით, ის იქნება სიკეთის მომტანი ორივე სახელმწიფოსთვის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპექტში, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების კუთხით.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×