მარიამ ვეკუა
11.11.2025

დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მიმდინარე ცხარე ბრძოლების პარალელურად, უკრაინაში ახალი ცხელი წერტილი განდა. რუსული გენშტაბის ცნობით, მათი ნაწილები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ და უკვე მის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. მათივე ცნობით, კუპიანსკშიც და პოკროვსკშიც უკრაინული ძალები ფაქტობრივად ალყაში ჰყავთ მოქცეული.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2025

ხელი ჩამოვართვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ. სანამ ის იქ პრეზიდენტია და მე აქ პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის. ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.

მარიამ ვეკუა
10.11.2025

გაუქმებული რეისები და გადადებული ფრენები - აშშ-ს მთავრობის 40-დღიანმა „შათდაუნმა" ავიაციის პარალიზება გამოიწვია ავიაკომპანიები სენატისგან დროულ კონსესუსს და შათდაუნის დასრულებას ითხოვენ. გარდა ამისა, როგორც სხვადასხვა დასავლური გამოცემა წერს, დახურული მთავრობის გამო უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემაც შეჩერებულია.

ნატალია ჯვარიძე
07.11.2025

უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ვითარება ისევ კრიტიკულია. რუსული და უკრაინული წყაროები მდგომარეობას დიამეტრულად აფასებენ. რუსები საუბრობენ, რომ პოკროვსკისთვის ბრძოლა კულმინაციას უახლოვდება, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ და დონბასის ორი დარჩენილი ქალაქი - სლოვიანსკი და კრტამატორსკი აიღონ. უკრაინული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი მტრის ათასობით ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს

რეზონანსი
06.11.2025

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი პოკროვსკი (ყოფილი კრასნოარმეისკი) უკვე თვეებია სასტიკი შეტაკებების ეპიცენტრია. ბოლო დღეების ანგარიშების თანახმად, სიტუაცია ქალაქში კრიტიკულად მძიმდება, რასაც რუსული და დასავლური მედია სხვადასხვაგვარად აფასებენ.

მარიამ ვეკუა
05.11.2025

უკრაინის აღმოსავლეთით, პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლები მწვავდება -მოსკოვი ალყაზე საუბრობს, კიევი კი უარყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება შესაძლოა დონბასის ბრძოლისათვის გადამწყვეტ ნაწილად იქცეს, რა ვითარებაა ადგილზე და რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტის ხაზიდან?

ნატალია ჯვარიძე
05.11.2025

ლიეტუვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ეტაპი: Rheinmetall-მა ჩვენს ქვეყანაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
05.11.2025

ბელგიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნატოს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები დააფიქსირეს. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საჰაერო ბაზის მახლობლად სულ მცირე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.

თამთა ჩაჩანიძე
04.11.2025

სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და მთავრობას შორის დაპირისპირება თანდათან იძაბება და სავარაუდოდ, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნების პერიოდებში კულმინაციას მიაღწევს. მუნიციპალური არჩევნების წინ დააკავეს კათოლიკოს გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი, მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში სდებენ ბრალს, რასაც თავად უარყოფენ.

მარიამ ვეკუა
04.11.2025

ნიუ-იორკის ამომრჩევლები სამშაბათს ქალაქის ახალ მერს აირჩევენ, სადაც ბრძოლა ახალგაზრდა დემოკრატ ზოჰრან მამდანის, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორ და ასევე დემოკრატ ენდრიუ კუომოსა და რესპუბლიკელ კერტის სლივას შორის მიმდინარეობს. ნიუ-იორკის მერის არჩევნებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ქალაქის ლიდერების გადაწყვეტილებები ხშირად გავლენას ახდენს ეროვნულ პოლიტიკურ დისკურსზე.

მარიამ ვეკუა
03.11.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავაც თავს იკავებს, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის" რაკეტები გადასცეს, მიუხედავად ამისა , კიევი რაკეტებს ისევ ითხოვს, თუმცა, ტრამპი ამტკიცებს, რომ მას ომის ესკალაცია არ სურს. მისი ბოლო განცხადებები ცხადყოფს, რომ თეთრი სახლის პოზიცია გაურკვეველი რჩება, მაშინ როცა მოსკოვი ფრონტზე შეტევას აგრძელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×