მარიამ ვეკუა
01.03.2026

ირანის სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. პარალიზებულია მოძრაობა ჰორმუზის სრუტე, რის შედეგადაც, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ნავთობით დატვირთული ასობით ტანკერი აღმოჩნდა ბლოკირებული. ამის ფონზე კვლავ გრძელდება საჰაერო დარტყმები.

ნატალია ჯვარიძე
27.02.2026

პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, რასაც სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა. განადგურებულია მხარეების სასაზღვრო პუნქტები და დაღუპულია რამდენიმე ჯარისკაცი. გავრცელებული ცნობებით, დარტყმები 26 თებერვალს ღამით განხორციელდა, მას შემდეგ, რაც თალიბანმა პაკისტანის ინფრასტრუქტურაზე ე.წ. „საპასუხო დარტყმები" დაიწყო. ექსპერტები დიდი ომის დაწყებას ნაკლებად ვარაუდობენ, რადგან პაკისტანისა და ავღანეთის სამხედრო რესურსები მკვეთრად განსხვავდება.

მარიამ ვეკუა
26.02.2026

ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდეს - მედიის ცნობით, ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის განახლებულ ბირთვულ დოქტრინას წარადგენს და მოკავშირეებს „ბირთვული ქოლგის" შესთავაზებს იმ ფონზე, როცა ვაშინგტონის სანდოობაზე ევროპაში კითხვები მატულობს.

ნატალია ჯვარიძე
25.02.2026

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ასევე, ზელენსკის თქმით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.

ნატალია ჯვარიძე
25.02.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანთან დაკავშირებით კონგრესმენებისთვის საიდუმლო ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. მარკო რუბიომ დახურული შეხვედრა გამართა ე.წ. რვას ჯგუფთან, რომელშიც შედიან წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ორივე პარტიის წამყვანი ლიდერები, და ასევე წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები და წამყვანი წევრები.

მარიამ ვეკუა
25.02.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინას შავ ზღვაზე დარტყმებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც კიევმა ნოვოროსიისკის პორტზე იერიში მიიტანა. ვაშინგტონში უკრაინის ელჩის, ოლჰა სტეფანიშინას თქმით, ამერიკული მხარის დემარში უკავშირდებოდა იმას, რომ თავდასხმა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებსაც შეეხო, თუმცა კიევი აცხადებს, რომ პარტნიორის მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარება.

 

 

მარიამ ვეკუა
24.02.2026

კვირის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება მოსკოვიდან - რუსეთის საგარეო დაზვერვა ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ, თუმცა ექსპერტები ამ ინფორმაციას ფსიქოლოგიური ომისა და გავლენის ოპერაციის ნაწილად აფასებენ.

ნატალია ჯვარიძე
23.02.2026

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, სამხრეთ ოპერატიული ზონის ალექსანდროვსკის მიმართულების დამცველებმა 400 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიასა და რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს.

მარიამ ვეკუა
23.02.2026

ევროკომისია ვაშინგტონს შეთანხმების დაცვას სთხოვს - აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ტრამპის ტარიფების გაუქმების შემდეგ პრეზიდენტმა ახალი გლობალური გადასახადები დააწესა, რაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში ახალ დაძაბულობას აჩენს. რა სურს აშშ-ს და როგორ აისახება მისი ახალი გადაწყვეტილება ვაშინგტონი-ბრიუსელის ურთიერთობაზე?

ნატალია ჯვარიძე
23.02.2026

ირანი და აშშ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ხუთშაბათს ჟენევაში გამართავენ, - ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი დაიწყეს.

მარიამ ვეკუა
22.02.2026

უნგრეთი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს და ამ გადაწყვეტილებას „დრუჟბას" მილსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას უკავშირებს - ბუდაპეშტი სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას იწყებს, კიევი კი ბრალდებებს „ენერგეტიკულ შანტაჟად" აფასებს.

მარიამ ვეკუა
19.02.2026

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა ახალ პიკს აღწევს - საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო დარტყმისთვის მზადყოფნაშია და უკვე სახელდება საბრძოლო მოქმედების დაწყების შესაძლო თარიღიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. დიპლომატიური მცდელობების ფონზე რეგიონში ავიამზიდები, გამანადგურებლები და დამატებითი ძალების გადასროლა გრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×