თამთა ჩაჩანიძე 09.05.2025

დონალდ ტრამპი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში კი დამატებითი სანქციებით იმუქრება. თავის მხრივ, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საუბრისას ტრამპს დაუდასტურა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა. კრემლს საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
|
ნატალია ჯვარიძე 09.05.2025

ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები გრძელდება. ქაშმირის სადავო ტერიტორიაზე ორი ბირთვული სახელმწიფო დრონების გამოყენებით აქტიურ თავდასხმებს ახორციელებს. ანალიტიკოსები არსებულ ვითარებაზე ამბობენ, რომ მდგომარეობა დაძაბულია, თუმცა მასშტაბურ ომში გადაზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.
|
მარიამ ვეკუა 09.05.2025

ბოლო რამდენიმე თვეა, ოპოზიციონერების ნაწილის პასუხი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიული „არაა". თუმცა მმართველ გუნდში ხაზგასმით ამბობენ, რომ „ლელო" და გახარიას „საქართველოსთვის" ადგილობრივი არჩევნებისთვის არა თუ უკვე ემზადებიან, არამედ „აქტიურ მოქმედებაზე" არიან გადასულები, ხოლო ამომრჩევლებს „თვალებში ნაცარს აყრიან". თავად პარტიის ლიდერებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია
|
თამთა ჩაჩანიძე 09.05.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ 26 მაისს „ფეხი არ წაუცდეთ". მისი თქმით, მთავრობას სათანადო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღეს „ზუსტად იგივე ფორმატში, როგორც წინა წლებში იმართებოდა". თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილიც ემზადება და მასაც აქვს 26 მაისთან დაკავშირებული გეგმები.
|
მარიამ ვეკუა 09.05.2025

ვატიკანში 24-საათიანი იზოლაციის შემდეგ, კარდინალებმა 2025 წლის პაპის კონკლავი ახალი პაპის არჩევით დაასრულეს. არჩეული ადამიანი, 69 წლის კარდინალი რობერტ პრევოსტი-ლეო XIV - პირველი პაპია შეერთებული შტატებიდან.
|
ნატალია ჯვარიძე 09.05.2025

ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს. ამას მმართველ გუნდში უსამართლობად აფასებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკის პირობებში ეს მოსალოდნელი იყო.
|
ირმა ჩიტაია 08.05.2025

სამშენებლო სექტორსთვის დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მიწის ნაკვეთების შეძენა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფასები მუდმივად მზარდია, რასაც დიდწილად ნაკვეთების დეფიციტს უკავშირებენ. მშენებლობის სიმრავლესთან ერთად, თავისუფალი მიწებიც სულ უფრო ნაკლები რჩება, რაც უძრავი ქონების ფასზე პირდაპირ აისახება.
|
გვანცა წულაია 08.05.2025

ბოლო პერიოდში ინფლაცია იზრდება და უკვე მეორე თვეა, რაც მისმა მაჩვენებელმა სამიზნე ნიშნულს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად კი მარტის თვეში ფასების ზრდის ინდექსმა 3.5% შეადგინა, ხოლო აპრილში - 3.4%. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტალურ პოლიტიკას ინარჩუნებს და მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი იქნება, თუმცა საინტერესოა, მზარდი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის საერთოდაც გამკაცრება ხომ არ გახდება საჭირო?
|
ნატალია ჯვარიძე 08.05.2025

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებულ „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ" შეთანხმებას მხარი 338-მადეპუტატმადაუჭირა.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.05.2025

აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ 7 მაისს გამოქვეყნებულ განგაშის შეტყობინებაში ნახსნები სამი სავაჭრო ცენტრიდან საფეთქებელი მოწყობილობები არცერთში არ აღმოჩნდა, ამიტომაც მოლებში მისგვლისგან თავის შეკავებაზე რეკომენდაციას აუქმებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საელჩომ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე გააკეთა.
|
მარიამ ვეკუა 08.05.2025

„პუტინის მისალოცი წერილი საქართველოს" - რუსეთის პრეზიდენტმა, 9 ქვეყნის ლიდერთან ერთად, გამარჯვების დღე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.05.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი ოფიციალურად გამოაცხადა. მისი შეფასებით, შეერთებული შტატების ძალისხმევა რომ არა, "მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვება ვერ მოხდებოდა", თავის მხრივ რუსეთში 9 მაისისთვის ემზადებიან, თუმცა იმის გამო, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემს, რამდენიმე ლიდერმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა და მათ წითელ მოედანზე ვეღარ ვიხილავთ. ახლა მთავარი კითხვა მაინც ისაა, რამდენად გამოუვა ვლადიმერ პუტინს დაანონსებული აღლუმი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|