ნატალია ჯვარიძე
06.05.2025

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა თანამდებობიდან გადადგომა ოფიციალურად მოითხოვა. სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უკვე მიმართა ქვეყნის ხელმძღვანელობას გადადგომის თხოვნით და იმედი აქვს, რომ ამ თხოვნას დაუკმაყოფილებენ.

მარიამ ვეკუა
06.05.2025

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ისტორიაში პირველად, ბუნდესტაგში ახალი კანცლერი პირველივე მცდელობით ვერ აირჩიეს. ფრიდრიხ მერცს 6 ხმა დააკლდა, თუმცა, რამდენიმე საათში გამართული მეორე კენჭისყრის შემდეგ მან მაინც შეძლო ხმების სასურველი რაოდენობის მიღება. თუმცა, პირველი ტურის შედეგებს დიდი იმედგაცრუება და დაბნეულობა მოჰყვა. ახალ მმართველ კოალიციაში იმის გამორკვევა დაიწყეს, თუ ვინ არ მისცა მერცს ხმა კენჭისყრისას. ანალიტიკოსები მმართველი კოალიციის სიმყოფეზე ალაპარაკდნენ. თუმცა, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა რამდენიმე საათში გამართულმა მეორე ტურმა, რომელიც მერცმა უკვე მარტივად მოიგო.

გვანცა წულაია
06.05.2025

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტი” მიიღო, რაც საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს. ამ ყველაფრის კანონად ქცევამდე ჯერ პროცედურებია გასავლელი, საბოლოო ნაბიჯი კი ტრამპის ხელმოწერაა. სანქციები პერსონალურია, თანაც ამერიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არ არის, ამიტომ "მეგობარი აქტის” დაკანონების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას არანაირი პრობლემა არ ემუქრება. 

ნატალია ჯვარიძე
06.05.2025

აშშ-ის კონგრესმა მიიღო „მეგობარი აქტი", რომელიც „ქართული ოცნების" და მათთან დაახლოებული პირების სანქცირებას გულისხმობს. შემდეგი ნაბიჯი სენატის განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა. „ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ამ აქტის კანონდა ქცევა რომელიმე ამ ეტაპზე დაიბლოკება, ოპოზიცია აქტის მიღებას თავის გამარჯვებად მიიჩნევს, ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ „ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, ოღონდ ისე, რომ სახე შეინარჩუნოს.

ირმა ჩიტაია
05.05.2025

ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები წარმოებას მკვეთრად ზრდიან. ეს ფაქტორი კი ფასებზე უკვე მოქმედებს და ახლო მომავალში შავი ოქრო კიდევ უფრო გაიაფდება. შესაძლოა, 1 ბარელის ღირებულება 50-55 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს უკანასკნელი კი, ცხადია, დადებითი ფაქტორია იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის. 

ნატალია ჯვარიძე
05.05.2025

დასავლეთის ქვეყნებში გამართულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ხშირად საუბრობენ. ეს ძირითადად სხვადასხვანაირად ხდება - სოციალური ქსელების გამოყენებით, ხშირია კიბერშეტევები, დივერსიები და ა.შ. რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაც ამას დაუკავშირეს. გამოცემა „პოლიტიკო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა რუმინეთის არჩევნებში რუმინეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ვებგვერდებზე შეტევა განახორციელა.

ქეთო გოგოხია
05.05.2025

საქართველოს შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნების მოქალაქეები მომრავლდნენ. თუკი ადრე, ძირითადად, დასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა უკვე ბიზნესის კეთებაზე გადაერთვნენ, რის გამოც ადგილობრივები არაჯანსაღ კონკურენციაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრების ეს ეხება ავტოდილერებისა და გიდების მიმართულებას, სადაც ამიტომ უცხო ქვეყნების მოქალაქეების  საქმიანობის რეგულაციას ითხოვენ. ერთიც და მეორც მნიშვნელოვანი მიმართულებებია. 

მარიამ ვეკუა
05.05.2025

გერმანიაში სამთავრობო ცვლილებები მიმდინარეობს- „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის" კონსერვატიულ ბლოკთან კოალიციური შეთანხმება გააფორმეს, რამაც გერმანიის ახალ მთავრობაში მინისტრების დანიშვნის გზა გახსნა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს. როგორი მოლოდინებია და რას უნდა ველოდოთ ახალი მთავრობისგან.

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2025

28 ნოემბრიდან მოყოლებული რუსთაველზე მომიტინგეები ყოველ დღე იკრიბებიან, თუმცა, მათ თავდაპირველ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ჩაატაროს ხელისუფლებამ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, "ქართული ოცნება" კვლავ უგულებელყოფს.

მარიამ ვეკუა
05.05.2025

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მორიგ შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ყურადღება საქართველოს მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში ყოფნის საკითხზე გაამახვილა - გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საავადმყოფოდან ციხეში, ან რატომ გააქტიურდა საკითხი ახლა.

ნატალია ჯვარიძე
05.05.2025

„სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს იმისთვის, რომ წითელი მოედნის ტრიბუნაზე უკეთესი ადგილი მოიპოვონ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

გვანცა წულაია
05.05.2025

საქართველოში ბევრი არასაჭირო ოპერაცია კეთდება. ეჭვია, რომ როგორც ფარმაციაა ბიზნესად ქცეულია, ასეა კლინიკებში და ოპერაციებში სახელმწიფოსგან თუ მოქალაქეებისგან ფულს "ქაჩავენ". ამ ეჭვს ადასტურებენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და თან ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×