თამთა ჩაჩანიძე 16.04.2025

ავსტრიის ახალი კანცლერი ქრისტიან შტოკერი, პრემიერ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის, სადაც კანცლერი ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე წერს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და როგორც ჩანს, ეს არის კობახიძის მილოცვაზე პასუხი ახალი კანცლერის მხრიდან.
|
ნატალია ჯვარიძე 16.04.2025

დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობის 100 დღე უსრულდება, თუმცა, წინასაარჩევნო დაპირება, უკრაინის ომის დასრულება, ამ დრომდე არ შესრულებულა, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბევრი მის გეგმას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა.
|
მარიამ ვეკუა 16.04.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.
|
ნატალია ჯვარიძე 16.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის აშშ-ის ნებაყოფლობით დატოვებისთვის თანხის შეთავაზებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.04.2025

თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა ოპოზიციაში უთახმოება გამოიწვია და შესაძლოა ერთიანი ბოიკოტიც არ გამოვიდეს. თანდათან უკვე იკვეთება კონტურები ვინ შეიძლება გავიდეს ადგილობრივ არჩევნებში. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ ამისთვის პარტია ემზადება, თუმცა, მიაჩნია, რომ "დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის".
|
თამთა ჩაჩანიძე 15.04.2025

„ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა რამდენიმე თვით გადაავადა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სურთ ჯერ თავად ამომრჩევლებმა „გამოუტანონ განაჩენი" მათ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღძრავენ შესაბამის საკონსტიტუციო სარჩელს. თავად ენმ და ის პარტიები კი, რომელთაც შესაძლოა აკრძალვა შეეხოთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.04.2025

სოხუმის მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ვრცელდება განცხადებებიც აეროპორტში სხვადასხვა სამუშაოზე ვაკანსიების შესახებ. თუმცა, ამის პარალელურად, აეროპორტის ამუშავების თარიღი და ამაში ჩართული ავიაკომპანიების რაოდენობა დროდადრო იცვლება.
|
გვანცა წულაია 15.04.2025

იმპორტირებულ შაქარზე გადასახადი დაწესდა და ერთ ტონაზე მოსაკრებელი 400 ლარი იქნება. გადაწყვეტილება ძალაში აპრილს ბოლოსთვის შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სიახლის გაჟღერების შემდეგ იმპორტიორთა ნაწილმა განაცხადა, რომ შაქარი ადგილობრივ ბაზარზე არ გაძვირდება, ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს.
|
გვანცა წულაია 15.04.2025

ანაკლიის პორტის მშენებლობა დაჩქარდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ნავსადგური პირველ გემს 2028 წელს მიიღებდა, თუმცა თარიღმა გადმოიწია და შესაძლებელია ეს 2027 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ასეთი მოლოდინი აქვს ეკონომიკის მინისტრს. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, რომ ანაკლიის პორტმა პირველი გემის მიღება მართლაც ორ წელიწადნახევარში შეძლოს იმ მასშტაბური სამუშაოების გათვალისწინებით, რაც პორტს და მის ინფრასტრუქტურას სჭირდება.
|
ნატალია ჯვარიძე 15.04.2025

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივება, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ. მათ შორის არის საქართველოც.
|
მარიამ ვეკუა 15.04.2025

14 აპრილს პარტია „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაში მისვლამ ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია. ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იყო და შესაძლოა მმართველმა გუნდმა ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. „ოცნება" კი კმაყოფილია - ყოფილი პრემიერის კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს „აგენტის აღსარებას" უწოდებენ და ამბობენ, რომ 14 აპრილის სხდომამ მისი დანაშაულებები გამოააშკარავა.
|
ნატალია ჯვარიძე 15.04.2025

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ „ნაცმოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე სტუმრობისას განაცხადა, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას გაუქმებული საპარლამენტო მანდატების აღდგენა სურს. კონსტიტუციონალისტები და ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ გაუქმებული მანდატების აღდგენა შეუძლებელია. გახარიას განცხადებას კი სერიოზულად ვერ აღიქვამენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|