ირმა ჩიტაია
17.04.2025

დედაქალაქის მოსახლეობა საცობებში დიდ დროს და რესურსს ხარჯავს. გარდა იმისა, რომ ხშირად საათობით უწევთ საცობებში დგომა, იხარჯება საწვავიც, რაც უკვე კოლოსალურ დანაკარგამდე მიდის. როგორც კვლევებით დგინდება, აღნიშნული თანხა, ჯამში სულ ცოტა, ერთ მილიარდ ლარს აჭარბებს. ზარალი მხოლოდ მხოლოდ ეს როდია. საცობები ქალაქში ჰაერს აბინძურებს, წამლავს, რაც მომავალში ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ ყველაფერს ერთიანობაში თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საცობთან დაკავშირებული ზარალი და ხარჯები გაცილებით მეტია. ხშირ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება ადამიანისთვის გამოუსწორებელიც აღმოჩნდეს. 

ქეთო გოგოხია
17.04.2025

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცოტათი შემცირებულია. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, უამინდობაა. თუმცა ავტოსადგურების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კვირის ბოლომდე მდგომარეობა შეიცვლება და მოთხოვნა მოიმატებს. რაც შეეხება ფასს, უცვლელია და მგზავრებს მიკროავტობუსები იმავე ტარიფით ემსახურებიან,  როგორც ჩვეულებრივ პერიოდში სარგებლობდნენ.

მარიამ ვეკუა
17.04.2025

ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს „წინააღმდეგობის პლატფორმის" მორიგი შეხვედრა გამართა. ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმაც და „წინააღმდეგობის პლატფორმამაც" რესურსები ამოწურეს. არც ახალი ერთობის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.

თამთა ჩაჩანიძე
17.04.2025

„ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა „ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე" ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს. მათი შეფასებით, ესაა „ბოლო იარაღი, რაც ბრიუსელს ხელში უჭირავს". ამას წინ უძღვოდა ორი დღის წინ ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი მარტივდება. მანამდე, „ოცნება" ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდა, რომ ევრობლოკი ამ ნაბიჯზე წვაიდოდა.

გვანცა წულაია
17.04.2025

საქართველოს ეკონომიკური განვითარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, ეკონომიკას პრობლემა არ შექმნია. დინამიკა დადებითია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებისგან მუდმივად მიმდინარეობს ისეთი მოსაზრების შეთხზვა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. მთავრობა და ექსპერტთა დიდი ნაწილი მსგავს რეალობას გამორიცხავს.

ნატალია ჯვარიძე
17.04.2025

„თუ ახლა ოპოზიციას ეტყვიან დიდი ქვეყნებიდან, უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ იმ წუთში შეიცვლიან აზრს და მიზეზებს დაასახელებენ, თუ რის გამო ჩაერთვებიან არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები განსაზღვრავს ბევრი რამის ბედს, ამიტომ უმჯობესია, მონაწილეობა მიიღონ", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.04.2025

ოპოზიციაში გაიჟღერა იდეამ,რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართოს პლებისციტი შეკითხვით - "გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს" წელსვე. იდეას ოპოზიციონერებისგანვე მოჰყვა წინააღმდეგობა, იმ არგუმენტით, რომ არსებული საარჩევნო მოცემულობით პლებისციტის ჩატარებას არ ექნება ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი. ხელისუფლება კი კვლავ ძველ პოზიციაზეა და ახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, მათ შორის გარკვეული წინაპირობებითაც.

მარიამ ვეკუა
17.04.2025

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს, მთავრობა კი მიზეზად „ვალდებულებების არშესრულებას" ასახელებს.

ნატალია ჯვარიძე
17.04.2025

„დაახლოებით ორი კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე განაცხადა. ანალიტიკოსები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ამერიკის ადმინისტრაცია წინადადებას.

გვანცა წულაია
16.04.2025

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი კრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა და როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში ითქვა, სიახლე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შემუშავდა. 

გვანცა წულაია
16.04.2025

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გაძვირდა. პასქის ღირებულებამ, წინა წელთან შედარებით, საკმაოდ მოიმატა. მცხობელები ამბობენ, რომ სიძვირე ინგრენდიენტების ფასის მომატებით არის განპირობებული. 

მარიამ ვეკუა
16.04.2025

"დასავლეთი, ისეთი, როგორც ჩვენ ვიცოდით, მეტად აღარ არსებობს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში 16 აპრილს განაცხადა. რა იგულისხმა ფონ დერ ლაიენმა და რა პროცესები მიმდინარეობს გლობალურ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში, ამაზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×