თამთა ჩაჩანიძე
28.04.2025

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ექსპრემიერი და პარტიის ყოფილი თამჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნდეს "უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ". პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ყველა კრიტერიუმი უწყობს ხელს, რომ პოლიტიკაში იყოს.

ქეთო გოგოხია
28.04.2025

პური გაძვირდა, ხარისხი კი საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების უკმაყოფილება საკვების ხარისხთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში სწორედ პურს უკავშირდება. ფქვილის გაძვირებისა და იმპორტთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვის პირობებში მწარმოებლებს უხარისხო ფქვილის გამოყენება უწევთ, რაც პურის ხარისხზეც ადეკვატურად აისახა და სამართლიანი გულისწყრომაც გამოიწვია.

ნატალია ჯვარიძე
28.04.2025

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მარიამ ვეკუა
28.04.2025

„გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვრცელ განცხადებაში ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო რჩება დასავლელ მეგობრებთან ერთგული და აღნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო.

ქეთო გოგოხია
28.04.2025

ნავთობის ფასი გლობალურ ბირჟებზე მკვეთრ კლებას განიცდის, რასაც ქართული ბაზარი შეძლებისდაგვარად პასუხობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასმა ცვლილება რამდენიმეჯერ განიცადა. მთლიანობაში საწვავი ქართველ მომხმარებელს 15-20 თეთრით გაუიაფდა. ტენდენცია გაგრძელდება, თუკი უცხოურ ბაზრებზე არსებული დინამიკა შენარჩუნდება. ამ დროისთვის ხელს არაფერი უშლის, რომ საქართველოში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ დაკორექტირდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი იმპორტიორები ცვლილებას ადეკვატურად ასახავენ, რის შესაძლებლობასაც საგარეო და შიდა ფაქტორები იძლევიან.

ნატალია ჯვარიძე
28.04.2025

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და რუსეთის მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2025

"ქართული ოცნება" მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ექვსთვიან მუშაობას აჯამებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, პარლამენტი 89 დეპუტატით სრულიად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ბოიკოტმა კი თავად ოპოზიცია დააზიანა.

მარიამ ვეკუა
28.04.2025

მთავარი არხი საბოლოოდ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" და თავად არხში მომუშავე ჟურნალისტები ავრცელებენ. თანამშრომლებს უკვე ოფიციალურად განუცხადეს, რომ არხი მაუწყებლობას 1 მაისიდან შეწყვეტს. სოციალურ ქსელში ჟურნალისტების განცხადებებიც ვრცელდება, რომლებიც არხს საბოლოოდ ემშვიდობებიან.

თამთა ჩაჩანიძე
27.04.2025

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მომავალი კვირა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპის წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი დაპირება კონფლიქტის მალე დასრულების შესახებ კვლავ შეუსრულებელია. 30 აპრილს ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღეს შეაჯამებს და როგორც ანალიტიკოსები წერენ, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დღეს რაიმე ხელშესახები მიღწევით შეხვდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მისი ნდობის რეიტინგი რეკორდულადაა დაცემული.

თამთა ჩაჩანიძე
27.04.2025

პროტესტის მონაწილეებმა მთავარი ლოზუნგი შეცვალეს - თუკი აქამდე მარშები და მსვლელობები ახალი არჩევნების დანიშნისა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა, 26 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა იყო - „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა". რა შეიცვალა ლოზუნგის შეცვლით, გამოვა თუ არა უფრო მეტი ხალხი აქციებზე და აიძულებს თუ არა ეს პროცესი ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას?

მარიამ ვეკუა
26.04.2025

26 აპრილს ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას ასობით ათასი მორწმუნე და უმაღლესი რანგის პოლიტიკური ლიდერები დაესწრენ მთელი მსოფლიოდან. ცერემონიალზე იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციაც. მთავარი მოვლენა კი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა იყო. დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთით პირისპირ ისაუბრეს და დაკრძალვის შემდეგ ყველა ელოდა მათი შეხვედრის გაგრძელებას, თუმცა, გაგრძელება არ შედგა.

ნატალია ჯვარიძე
26.04.2025

მასშტაბური სპეცოპერაცია ოკუპირებულ ცხინვალში 25 აპრილს ჩატარდა. ჯამში 11 ადამიანი დააკავეს. დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ეს დაკავშირებული იყო „მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმასთან". კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სპეცოპერაცია ცხინვალში შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. ასევე მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე ძებნილმა ოკუპირებული რეგიონის დატოვება შეძლო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×