მარიამ ვეკუა
26.04.2025

თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში ტელეფონის გამოყენებით, სახლიდან გასვლის გარეშე - ეს იდეა პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ 25 აპრილს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ბურჭლაძის ცნობით, მისი ახალი ინიციატივა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიტაცა, თუმცა ჯერჯერობით ოპოზიცია ამაზე ღიად არ საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
25.04.2025

მმართველი პარტია აცხადებს, რომ მზადაა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან "სუფთა ფურცლიდან დაიწყოს" ურთიერთობა და სტრატეგიული პარტინორობა, განაცხადა პარასკევს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. უნდა ითქვას, რომ ამ შინაარსის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" პერიოდულად აკეთებენ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ნოემბერში პრეზიდენტად მოვიდა.

მარიამ ვეკუა
25.04.2025

მოსკოვის თანამგზავრ ქალაქ ბალაშიხაში ფოლკსვაგენ გოლფი აფეთქდა. რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელი, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი.

ნატალია ჯვარიძე
25.04.2025

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე უარს იყო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში არ გამორიცხავს, უკრაინას ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწიოს. როგორც ამბობს, ეს არ იქნება სამართლიანი, თუმცა შესაძლოა ეს იყოს დროებითი გამოსავალი. ანალიტიკოსთა ნაწილი რაღაც დროებით დაზავებას უშვებს, თუმცა ტერიტორიების რუსებზე გადაცემას, რომლის დიდ ნაწილს უკრაინა აკონტროლებს, თითქმის გამორიცხავენ.

თამთა ჩაჩანიძე
25.04.2025

ოპოზიციაში კვლავ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ვადამდელ და საპარლამენტო არჩევნების ერთროულად ჩასატარებლად ემზადება. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამაზე "სანდო ინფორმაცია აქვს".

მარიამ ვეკუა
25.04.2025

უკვე ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში შიდაპარტიულ ომში საბოლოოდ კობახიძემ გაიმარჯვა. პროცესი, რომელიც ყველგან საკვანძო პოსტებზე პრემიერის ხალხის დანიშვნით დაიწყო პარასკევს ღარიბაშვილის სრული კაპიტულაციით დასრულდა

ირმა ჩიტაია
24.04.2025

სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. საფრთხე განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ  სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეფორმირება მოითხოვა. აღნიშნული ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ისინი თავიანთი პრინციპების ერთგული დარჩებიან. საუბარია, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ჩარჩოებს გასცდნენ, რაც გლობალურ პროცესებზე ცუდ გავლენას ახდენს. 

თამთა ჩაჩანიძე
24.04.2025

ნაცმოძრაობამ მეხუთე პრეზიდენტის „წინააღმდეგობის პლატფორმა" დემონსტრაციულად დატოვა. მიზეზად ასახელებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, პლატფორმაში ყველაზე დიდი დისტანცია სწორედ ენმ-ს წევრებსა და ზურაბიშილს შორის იყო - მიზეზი მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებაა.

გვანცა წულაია
24.04.2025

ორ წელიწადში კომპანია "ტავ ჯორჯიას" კონტრაქტი ეწურება. თბილისის აეროპორტის ოპერატორი მთავრობასთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2027 წლის შემდეგდაც დარჩნენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ამ ეტაპზე უცნობია. სფეროს სპეციალისტების ნაწილი "ტავ ჯორჯიასთან" თანამშრომლობის გაგრძელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი მათ დარჩენას მიზანშეწონილად მიიჩნევს. 

მარიამ ვეკუა
24.04.2025

„რონდელის ფონდის" ოფისში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ, რომელიც საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის ნაწილის პასუხი შეხვედრაზე დემონტრაციული უარი იყო. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მსგავსი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან ალოგიკურია.

თამთა ჩაჩანიძე
24.04.2025

რუსი პრანკერების სკანდალი, რომელიც ორიოდე დღის წინ აგორდა ნელ-ნელა, ძალას იკრეფს და მის მონაწილეებს შეიძლება სამართლებრივი შედეგითაც დაემუქროს. ყოფილი ობმუდსმენი, რომელიც თითქოსდა ოპოზიციის ხელთ არსებულ შეიარაღებულ ხალხზე საუბრობს, ამას ახლა კატეგორიულად უარყოფს და რუსულ პროპაგანდას მიაწერს. რუსულ მედიასა და სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც „ქართულ მაიდანზე" სკანდალური განცხადებები კეთდება, ორიგინალურ ინგლისურ ვერსიაზე რუსული თარგმანია დადებული, ამიტომ მტყუან-მართლის გარჩევა ძალიან რთულია.

ნატალია ჯვარიძე
24.04.2025

რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ალხას კვიცინია ამბობს, რომ საქართველოს მცდელობების მიუხედავად სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლა 1-ლი მაისიდან მაინც დაიწყება. მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

 

 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×