ელზა პაპოშვილი
21.11.2024

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ოპოზიციური პარტიის ლიდერები თათბირობენ და ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ ქუჩის აქციები, მათმა მხარდამჭერებმა პასუხი, რა გეგმები აქვს ოპოზიციას, ჯერ არ იციან. „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ერთმანეთს 3-საათზე დიდხანს ხვდებოდნენ ოთხი ბარიერგადალახული პარტიის წევრები, თუმცა კონკრეტული სამოქმედეო გეგმა მაინც არ არსებობს.     

ქეთო გოგოხია
21.11.2024

ბიზნესი ანაზღაურებას ვეღარ ზრდის და ვერც კვალიფიციურ კადრებს ასაქმებს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა პროფესიონალები იძულებული არიან ალტერნატიული სამსახური ეძებონ და წავიდნენ ქვეყნიდან. იმისთვის, რომ დანაკლისი შეავსოს, კომპანიებს ხშირად სტუდენტები ან ახალბედა კადრები აჰყავთ  სტაჟირებაზე, განსაზღვრული პერიოდით ამუშავებენ და ზოგჯერ ანაზღაურებასაც არ გასცემენ. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია, ხალხი სულ უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვს, ბიზნესს უკვე ეს არ სიამოვნებს და არც შეუძლია მეტის გადახდა.

ნატალია ჯვარიძე
21.11.2024

რუსეთმა ბირთვული დარტყმის სიმულაცია მოახდინა და პირველად ბირთვული ტრიადის სტრატეგიული შეიარაღება გამოიყენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდგომ ამ ბალისტიკურ რაკეტებს აღჭურავს ბირთვული ქობინებით და უკვე გაუშვებს ბირთვულქობინებიან რაკეტებს, ანუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს პირდაპირ კონტექსტში, - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაიასაიამ „რეზონანსთან" განაცხადა.

გვანცა წულაია
21.11.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება. მთავრობის დანარჩენ ფიგურანტებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა დიდი ალბათობით იგივე გუნდი ეყოლება პრემიერს. ექსპეტრები ამბობენ, რომ ამჟამინდელმა ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოს განვითარება მოუტანა, ამიტომ ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას, მათი მთავრობაში დატოვება სტაბილურობის გარანტიას იძლევა.

ნატალია ჯვარიძე
21.11.2024

მე ვხედავ გარკვეულწილად ოპოზიციის გამოსვლებს, მაგრამ ვერ ვხედავ ერთ ლიდერს. გადის ერთი, მეორე, მესამე და ა.შ. ზოგიერთი შესანიშნავადაც კი, თუმცა სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ერთიანობა არ ჩანს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2024

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე წარადგინა, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად კი კვლავ შალვა პაპუაშვილია დასახელებული. როგორც ჩანს, "ოცნება" ახალი პარლამენტის ნდობის გამოსაცხადებლად 25 ნოემბერს შეკრებისთვის ემაზდება - პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "წინასწარ ზუსტად იცის", რომ არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ელზა პაპოშვილი
21.11.2024

ცოლის და სიდედრის სასტიკი მკვლელობა - რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიესაჯა.

გვანცა წულაია
20.11.2024

2025 წლის ბიუჯეტში თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ხარჯია გათვალისწინებული. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ თბილისის სრულიად ახალი შემოვლითი გზის პროექტი მოკვლევა-ადრეული პროექტირების ეტაპზეა. "რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, სამომავლოდ რა შეღავათს მისცემს დედაქალაქს ახალი სატრანსპორტო მონაკვეთი და განტვირთავს თუ არა იგი ქალაქს.

გვანცა წულაია
20.11.2024

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სვანეთში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. საუბარია კრიპტოვალუტის მაინინგზე, რის გამოც რეგიონში ელექტროენერგიის არანორმალური მოხმარებაა. წინა კვირაში ამის გამო მესტიაში დენის მიწოდება შეწყდა, გუშინ კი მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მფგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა გამრიცხველიანება და გადასახადის დაწესებაა.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2024

საკონსტიტიციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი დაარეგისტრირა - კონსტიტუციონალისტების თქმით, ახლა სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც უნდა დაადგინოს მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად.

ელზა პაპოშვილი
20.11.2024

 რატომ მიიღო ოპოზიციამ ქუჩის აქციების დაშლის გადაწყვეტილება? რამაც მათ მხარდამჭერებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.

ნატალია ჯვარიძე
20.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ უკრაინამ ამერიკის მიერ მინიჭებული უფლების გამოყენება დაიწყო და „ატაკამსის" იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმა განახორციელა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×