ელზა პაპოშვილი 10.01.2024

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება რუსების სასარგებლოდ იცვლება და შესაძლოა ახლო მომავალში მათ მასშტაბური კონტრშეტევაც წამოიწყონ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებს უკვე ხარკოვის დაკავების ამბიციაც გაუჩნდათ. ამას გარდა, მათი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება.
|
ელზა პაპოშვილი 10.01.2024

თბილისში ცოლის საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, მკვლელობის ფაქტს ბრალდებულის მამაც შეესწრო და სავარაუდოდ, ის არის ოქროს მოწმე, რომელმაც ზუსტად იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე საწოლში მძინარე მოკლა. მას შვილთან ერთად ეძინა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე სახლში დაბრუნდა და დანით არაერთი მძიმე ჭრილობა მიაყენა. შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.
|
ნაზი ბერიძე 10.01.2024

იანვარში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა უნდა შეამოწმოს და მათი დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის საფუძველი გახდეს. ამ შემოწმებამდე ორიოდე კვირით ადრე კი ექსპრეზიდენტმა, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, უარი თქვა თავის სასამართლოზე დისტანციურად ჩართულიყო, რაც ბოლო თვეების განმავლობაში პირველად მოხდა.
|
გვანცა წულაია 09.01.2024

გასულ 2023 წელს მსოფლიოში სურსათი დაახლოებით 14%-ით გაიაფდა. ასეთია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიში. საქართველოში კი შარშან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ძირითადი მოხმარების პროდუქტების ფასები მაინც `მაღლა დარჩა”. ამასთან ერთად, სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილობრივ წარმოებაში პრობლემებია, რასაც დროულად მიხედვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება ვერ შემცირდება.
|
გვანცა წულაია 09.01.2024

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა. ღირებულების კლება საკმაოდ თვალში საცემია ბოლო თვეებში. თითქმის სამთვიან მონაკვეთში ფასი დაახლოებით 22%-ითაა შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ნავთობი თითქმის 100 დოლარი ღირდა. სპეციალისტების მოლოდინით, შავი ოქრო კიდევ გაიაფდება. საინტერესოა, როგორი აისახება მსოფლიო ტენდენცია საქართველოზე?
|
ნაზი ბერიძე 09.01.2024

6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. რა შეიძლება მოხდეს ამ დღეს? რა სიურპრიზებს და დემარშებს უნდა ველოდოთ პრეზიდენტისგან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციისაგან? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს დღე ექსესების გარეშე არ ჩაივლის.
|
ნაზი ბერიძე 09.01.2024

„ქართული ოცნების’ წესდებაში შეტანილი ცვლილებები, ერთის მხრივ, პარტიაში სიღრმისეულად არაფერს შეცვლის, მაგრამ, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარისა და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენელთა თანამდებობები ნომინალური ხდება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსების საუბრობენ იმ ცვლილების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტიისგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს გადაეცა.
|
ქეთო გოგოხია 08.01.2024

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის რეალურად დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ამ ფაქტორის გავლენა ჯერ კიდევ მცირეა. ინვესტორებისთვის საქართველო რთული რეგიონია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორი ომი უკვე იყო, უკრაინაშიც ხანგრძლივვადიანი ომია. ასეთ გარემო პირობებში გრძელვადიან ინვესტირებაზე საუბარი რთულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო ჩადგება გარანტად. სხვა სიტუაციაში კანდიდატის სტატუსი და სხვა რამ სიტუაციას ვერ შეცვლის და ამაზე უკვე ბიზნესმენები და ეკონომისტების ნაწილიც ღიად საუბრობს.
|
ქეთო გოგოხია 08.01.2024

შუა დერეფანში საქართველოს გაზრდილი როლი, გადაზიდვებზე აქტიური მოთხოვნა და ამ დერეფნის უალტერნატივო მდგომარეობა ტარიფებზეც ადეკვატურად აისახება. გადაზიდვებზე ფასები მზარდია, რამაც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ყურადღებაც მიიპყრო, მათ შორის, პირველია მსოფლიო ბანკი, რომელმაც რეკომენდაცია გასცა, რომ კონტეინერებისთვის საპორტო ტარიფები შემცირდეს. ამჟამად ეს ტარიფები შავი ზღვის მთელ რეგიონში ყველაზე მაღალია.
|
გვანცა წულაია 08.01.2024

ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, რომ მასწავლებლები კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადადიან. ამის პირველი მიზეზი მეტი ანაზღაურებაა, რასაც სხვა ფაქტორებიც სდევს თან. ახალმა სახელფასო სისტემამ, ერთი მხრივ, განაპირობა ისიც, რომ პედაგოგის პროფესია სულ უფრო პრესტიჟული ხდება.
|
ელზა პაპოშვილი 08.01.2024

უმძიმესი ავარია ბოლნისში, რის შედეგადაც ორი არასრუწლოვანი ძმა ადგილზევე დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ამ მძიმე ფაქტს მათი დედაც შეესწრო, რომელიც ასევე დაშავდა. როგორც ირკვევა, სოფელ ბალახაურში გზის პირას ძმები დედასთან ერთად ბოსტნეულით ვაჭრობდნენ. ცნობილია, რომ ბიჭებს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ხოლო ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
|
ელზა პაპოშვილი 08.01.2024

2024 წლის პირველი კვირა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში ინტენსიური შეტაკებებით, საჰაერო და სარაკეტო იერიშებით გამორჩეული იყო. ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს ბრძოლის ველზე ინიციატივის მოპოვებით პოლიტიკური პოზიციებიც გაიმყაროს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|