თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ევროპელი ლიდერები რუსული გაზის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს საქათველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას, სატრანზიტო ფუნქციებთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაეზრდება, რაც კანდიდატის სტატუსზეც მოახდენს გავლენას.

ქეთო გოგოხია
19.07.2022

მომდევნო 5 წელიწადში საქართველოს ტრანზიტად გატარებული გაზიდან 1,5 მლრდ კუბმეტრი დარჩება, რაც ენერგეტიკის სფეროსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი შეღავათია. საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობა ორმაგდება და ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მლრდ კუბმეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. მართალია, გლობალური გაძვირების ფონზე, ჩვენთან ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფება რეალურად ვერ მოხერხდება, მაგრამ შესაძლებელი გახდება, რომ არსებული ტარიფი დიდხანს შენარჩუნდეს.

გვანცა წულაია
19.07.2022

საქართველოს საბანკო სისტემაში მალე ახალი ცვლილება შევა ძალაში. კერძოდ, 1-ლი სექტემბრიდან 200 000 ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში კვლავ შესაძლებელი იქნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი განკარგულება შეეხებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. საბანკო სფეროს სპეციალისტების აზრით, ახალი გადაწყვეტილება სექტორს მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოუტანს. ახალი ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან, 200 000 ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

გვანცა წულაია
19.07.2022

განსაკუთრებული გაძვირების შემდეგ, მზესუმზირის ზეთი მალე გაიაფდება. ასეთი მოლოდინი პროდუქციაზე რუსეთში საექსპორტო მცურავი გადასახდის კლებამ შექმნა. იმპორტიორები ვადად 2-3 კვირას ასახელებენ და ამბობენ, რომ აგვისტოს თვის დასაწყისში მზესუმზირის ზეთის ღირებულება, მინიმუმ, 10%-ით დაიკლებს. 1-ლი ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაზარდა, ივლისიდან კი 10%-ით შეამცირდა და 472 დოლარამდე ჩამოვიდა. რადგანაც რუსეთი მთავარი ქვეყანაა, საიდანაც საქართველო ზეთს ყიდულობს, ეს გარემოება ქმნის იმის საფუძველს, რომ მზესუმზირის ზეთი გაიაფდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ივლისი უკვე მთავრდება და მაინცდამაინც პოლიტიკურად მშფოთვარე არაა, აგვისტოც შედარებით მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შემოდგომა რთული იქნება პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მიმართულებით. ომმა კრიზისი შექმნა, თუმცა ხალხს პროდუქტები ჯერ კიდევ აქვს და თავი გააქვს, მაგრამ შემოდგომა-ზამთრისკენ სოციალურ შეტევებს ვპროგნოზირებ, რომელიც პოლიტიკურს აუცილებლად მიებმება - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლნენებზე. ფიქრობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე მმართველი გუნდის უარის შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არ აპირებს მმართველ ძალასთან ერთად არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია 12 პუნქტი დროულად შესრულდეს, ამიტომ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

„ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარს ამბობს, ვინაიდან სესიის ჩატარება კიდევ უფრო გაამწვავებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, რასაც მმართველი გუნდი თავს არიდებს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

რუსული საოკუპაციო ძალები საჰაერო თავდასხმებს არ წყვეტენ როგორც უკრაინის აღმოსავლეთი, ისე სამხრეთ ნაწილში, უკვე მეხუთე თვე ხდება, რაც ქვეყანა რუსულ აგრესიას უძლებს. ფრონტზე სიტუაცია რთულია, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინელები კონტრშეტევებს ახერხებენ, შედეგად ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ქეთო გოგოხია
18.07.2022

მაღალი ინფლაციის ფონზე, საქართველოში ხელფასების საკითხი გააქტიურდა. გარკვეულ გადახედვას მოითხოვს ანაზღაურების მოცულობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მთავრობა აპირებს, რომ 2023-2025 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზრაურება ყოველწლიურად 10%-ით გაზარდოს, რასაც სპეციალისტების ნაწილი მიესალმება და ფიქრობს, რომ ხელფასი უნდა მატულობდეს ყოველწლიურად არანაკლებ 3%-ით, თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებაც. იურისტებისა და ეკონომისტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ სერიოზული მუშაობა უნდა გატარდეს ბიუროკრატიული ხარჯის შესამცირებლად და ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს მხოლოდ კადრების შემცირების ხარჯზე, რომელიც ხელოვნურად არის გაბერილი. არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე აღმოფხვრილი უნდა იყოს.

ქეთო გოგოხია
18.07.2022

გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენციაა, საქართველოში კი სიტუაცია უცვლელია და ფასები უსაფუძვლოდ მატულობს. იმის გამო, რომ ბაზარი არაკეთილსინდისიერი იმპორტიორებისა და ბიზნესმენების ხელშია, დადებითი პროცესების გავლენა მინიმალურ დონეზეც არ იგრძნობა და ამასობაში, გაზრდილი ფასების პირობებში, მოსახლეობის მდგომარეობა გაუსაძლისია. ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასების პიკი დაძლეულია და რიგი მიმართულებით გაიაფების აშკარა ნიშნებია, მათ შორის _ სტრატეგიულ საკვებ პროდუქტებზეც.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს - იგი ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუციაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ბევრ „დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს", რისთვისაც ევროკომისიას მოუწოდებს მკაფიო პოზიცია გამოხატოს ბრალდებებზე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, ასევე მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

ქეთო გოგოხია
18.07.2022

საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, ბენზინსა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც სავაჭრო ურთიერთობებში დიდი გარდატეხა მოახდინა და ეს აისახა საწვავის ბიზნესზეც, რომლის იმპორტიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×