ელზა პაპოშვილი 05.09.2023

ვის უანონსებს მიხეილ სააკაშვილი განულებას? ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი კლინიკა „ვივა მედიდან“ ენმ-ში დიდი დაბნეულობის და ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეიძლება კავშირში იყოს „მთავარი არხის“ გენდირექტორ გიორგი გაბუნიას განცხადებასთან, რომ მის ტელეკომპანია აღარაა „ნაცების ტელევიზია“. „რეზონანსთან“ საუბრისას ისინი ენმ-ში მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ნიკა მელია შესაძლოა პარტიიდან წასვლასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას გეგმავდეს. თუმცა, არის სხვა ვერსიებიც.
|
გვანცა წულაია 05.09.2023

„ნენსკრაჰესის“ მშენებლობა ხელახლა იწყება. შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ობიექტის მშენებლობის დაწყების მაქსიმალური ვადა 2024 წელია. ინვესტორი იგივეა, ცვლილება კი ისაა, რომ სახელმწიფო ელექტროენერგიას უფრო დაბალი ტარიფით შეიძენს, ვიდრე ეს წინა ჯერზე უნდა მომხდარიყო. საინტერესოა, მიმდინარე ეტაპზეც ხომ არ დაკონსევრდება ჰესის მშენებლობა და ბოლოსდაბოლოს შეემატება თუ არა ქვეყნის ენერგოსექტორს კიდევ ერთი მსხვილი ობიექტი?
|
თამთა ჩაჩანიძე 05.09.2023

ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 5 სექტემბერს ოფიციალურად დატოვა, მას სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი შეცვლის. დასავლური მედია რეზნოკოვის გადაყენებას კორუფციულ სკანდალს უკავშირებს, ამაზე საუბრები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯარისთვის საკვებს, სამხედრო ფორმებსა და აღჭურვილობას სტანდარტულ საბაზრო ფასზე უფრო ძვირად ყიდულობდა. ფრონტზე კი მნიშვნელოვანი ცვლილება არაა.
|
თიკა სიბოშვილი 05.09.2023

ავტობიზნესს ცვლილებები უკვე დაეტყო. აშშ-დან იმპორტირებული მანქანების რუსეთში შეყვანის აკრძალვა და უკვე სექტემბრიდან ასამოქმედებელი ახალი რეგულაცია, რომლიც ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რეეექსპორტსაც კრძალავს, ქართულ ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიზნესი რუსეთის სრულად ჩაკეტვით, მოცულობის მხოლოდ 5%-ს დაკარგავს, ბაზარი გადაჯერებულია, მოთხოვნა კი შემცირებული, რაც დარგისთვის ცუდია.
|
ნაზი ბერიძე 05.09.2023

რამდენად შედეგიანი იქნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნე იმ ფონზე, როდესაც მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო? ზოგადად, როგორ აღიქმება დასავლეთში როგორც თავად იმპიჩმენტის დაწყების ფაქტი, ასევე მისი სამართლებრივი საფუძველი და ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ანალიტიკოსთა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გავლენას არ ახდენს შეხვედრებზე, მეორე ნაწილის აზრით კი, იმპიჩმენტის გამო ამ ვიზიტების სტატუსი პრაქტიკულად დაქვეითდა.
|
ელზა პაპოშვილი 05.09.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს იმ პირებს, რომლებმაც კასპში შშმ პირზე იძალადეს და სასტიკად სცემეს. ეს შემზარავი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 33 წლის გიორგი ედიშერაშვილს უჭირს საუბარი და გადადგილება. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ასევე თავზე რამდენიმე მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მსხვერპლი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დღემდე უცნობია რა გახდა შშმ პირზე თავდასხმის მიზეზი. დაზარალებული თავს ჯართის შეგროვებით ირჩენდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.09.2023

რუსეთს უკრაინასთან ომში ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შეექმნა და სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. „ნადირობა" დაწყებულია რუსეთში მყოფ შრომით მიგრანტებზე. გარდა ამისა, დასავლური მედიის ცნობით, კრემლს მიზანში ძირითადად ცენტრალური აზიის, აფრიკის და არაბული სამყაროს ქვეყნები ჰყავს ამოღებული. ამასთან, კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრეფიქინგის ქსელი გამოავლინეს, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს რუსები აიძულებდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიეღოთ მონაწილეობა. სომხეთსა და ყაზახეთში კი უკვე შესაბამისი რეკლამებიც გამოჩნდა. ხდება თუ არა მსგავსი რამ საქართველოში?
|
ქეთო გოგოხია 04.09.2023

ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი გაიაფდა, მაგრამ მწარმოებელი კომპანიები ფასების შემცირების საკითხს არც განიხილავენ. ამ დროს სწორედ გაზის გაძვირება იყო მიზეზი იმისა, რის გამოც პროდუქცია საბრძნობლად გაძვირდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ საფასო პოლიტიკას არ შეეხებიან და ფასები არ გადაიხედება. ეკონომისტები მომხმარებლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის უქონლობით ხსნიან.
|
ქეთო გოგოხია 04.09.2023

ინფლაციამ გეზი ზრდისკენ აიღო. მაღალია მკვეთრი ცვლილება ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა ტენდენცია აშკარაა. ფასების ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რაც ინფლაციისთვის სტიმულის მიმცემია. პირველ რიგში, ეს არის მათ შორის საწვავის ნახტომისებური გაძვირება და სურსათზე არასტაბილური ფასი, რომლის ადგილობრივი მარაგებიც ნოემბრიდან იწურება და დიდი შანსია, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აგრარული პროდუქციის ღირებულება გაიზარდოს. სახარბიელო ვიტარება არც საერთაშორისო ბირჟებზეა, რაც ინფლაციის რისკს ერთიორად ზრდის.
|
ელზა პაპოშვილი 04.09.2023

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის ბექა ჯანიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაში ეჭვმიტანილი 90-წლამდე მეზობელი კოლა გაბიტაშვილია. მკვლელობის შესახებ მეზობლები საუბრობენ და „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მეზობელს შორის დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც მათ ეზოებს ერთმანეთთან აკავშირებს. მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი ამტკიცებდა, რომ ეს გზა მისი იყო და იქ მეზობლებს სიარულის უფლება არ ჰქოდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია მათ კონფლიქტი აქვთ, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოხუცი მსგავს დანაშაულს ჩაიდენდა.
|
ელზა პაპოშვილი 04.09.2023

უკრაინის კონტრშეტევების არეალი ფართოვდება - ინტენსივობა კი იზრდება. კიევი ამტკიცებს, რომ რუსების თვდაცვის პირველი ხაზი სამხრეთის მიმართულებით გაარღვიეს. მათი ინფორმაციით, ე.წ. სუროვიკინის თავდაცვით ხაზის პირველი შრე გადალახულია და ამბობენ, რომ მეორე და მესამე თავდაცვითი ხაზების გადაალახვა უფორ მარტივი იქნება, რადგან მის ასაგებად პირველზე ნაკლები რესურსია დახარჯული.
|
ნაზი ბერიძე 04.09.2023

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე დღეში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა. რისთვის ჩამოდის ბორელი თბილისში და რა მთავარი გზავნილები მოაქვს ევროპიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამაზე ექსპერტებს „რეზონანსთან" დადებითი შეფასებები აქვთ - ისინი თვლიან, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|