თამთა ჩაჩანიძე 04.09.2023

ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ, ყველაფერი ექსკლუზიურად „ქართული ოცნების" დამსახურებაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და განმარტა თუ რატომ უთხრა უარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებზე. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.
|
ნაზი ბერიძე 04.09.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მისნისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი შეცვლის - სამხედრო ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.09.2023

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიცია კი მძიმე პოლიტიკურ სეზონს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ 2024 საარჩევნო წელი მთავარი წყალგამყოფი იქნება საქართველოს მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. იცვლება თუ არა ოპოზიციის ტაქტიკა წინასაარჩევნო კამპანიისას და აქვს თუ არა დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი, ამაზე ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები და მოსაზრებები აქვთ პოლიტიკურ მიმომხილველებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.09.2023

ფრონტზე საომარი მოქმედებები არ შენელებულა - სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, მეტიც, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესთან რუსული ე.წ სუროვიკინის თავდაცვის პირველი ხაზი სრულიად გადალახეს და მეორეს მიადგნენ. რუსები, თავის მხრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვისკენ შეტევაზე არიან გადასული. ამით კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრონტზე გარკვეული ბალანსია.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.09.2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ორშაბათიდან იწყება. 4 სექტემბერს უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტზე დეპუტატები ხელს მოაწერენ. „ოცნებას" იმპიჩმენტის აღსრულებისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიციას „ხვეწნას არ დაუწყებენ". ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები ღია განცხადებებში ამბობენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ამის პარალელურად კი ევროპულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ენმ-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისათვის ერთგვარი ულტიმატუმის წაყენების შესახებ.
|
ნაზი ბერიძე 02.09.2023

რას მტკიცებულებებს წარადგენს „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ? იკვეთება თუ არა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა და სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შემთხვევაში გაიმართება თუ არა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ის მხოლოდ საკუთარი სახელი მოქმდებს და არა როგორც სახელმწიფოს მეთაური. ამასთან, მისი პოზიცია არ ეწინაარმდეგება მთავრობის საერთო ინტერესს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
|
ნაზი ბერიძე 02.09.2023

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების მორიგი ტალღის თარიღად 2030 წელი დაასახელა, ამ საკითხზე ევროკავშირში შიდა დისკუსია მიმდინარეობს. ამ დისკუსიას კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაესმება წერტილი, როდესაც ევროკავშირის გაფართოების ოფიციალური გეგმა გამოქვეყნდება. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. რა ადგილი ექნება საქართველოს ამ გეგმაში?
|
თამთა ჩაჩანიძე 01.09.2023

„ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიუხედავად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპის ტურნე და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრები არ შეუწყვეტია, პირიქით, ის გერმანიის მერე ბრიუსელში გაემგზავრა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. სოციალურ ქსელში კი მოგზაურობისა და შეხვედრების ამსახველი ფოტოებიც ატვირთა
|
თამთა ჩაჩანიძე 01.09.2023

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს - მმართველმა გუნდმა 50 დეპუტატის დახმარებით ჯერ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს და თუ დარღვევა დადასტურდა, საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება, იქ კი პრეზიდენტის გადაყენებას კენჭი უნდა ეყაროს, რისთვისაც მინიმუმ 100 ხმაა საჭირო - საპარლამენტო უმრავლესობაში კი დღეს „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატია.
|
ნაზი ბერიძე 01.09.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია. რა ტიპის იარაღზე საუბრობს ზელენსკი - სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს „გრომ 2" ან „ნეპტუნის" სარაკეტო სისტემა რომელთა მოდერნიზებაზე უკრაინა დიდი ხანია მუშაობს. უკრაინელებს უჩნდებათ შესაძლებლობა მოსკოვსაც კი დაარტყან.
|
ნაზი ბერიძე 01.09.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო, და აღნიშნა რომ წელს უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან იყო. თუმცა, როგორც ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ, აფხაზეთში ელექტროენერგია ნომერ პირველი მოუგვარებელი პრობლემაა.
|
ელზა პაპოშვილი 31.08.2023

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 31 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 53-ჯერ დაბომბა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|