ნაზი ბერიძე 02.07.2023

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პერსპექტივებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, დეპოლარიზაციაზე, სააკაშვილის დასჯის მექანიზმსა და უკრაინა-რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებები „ოცნებაში" აღიქვეს, როგორც ხიდის საბოლოოდ ჩატეხვა და „ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციების გაგრძელება", ოპოზიცია კი მის გზავნილებს დაეთანხმა.
|
ელზა პაპოშვილი 01.07.2023

მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს ცნობილი 4 თვეში გახდება. მანამდე კი თბილისში სასტუსის მიღება კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების საბაბი ხდება. პრემიერმა 30 მაისს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს, დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, ამიტომ ის ელის, რომ იგივე შეცდომას ევოკავშირი აღარ დაუშვებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციების 12-დან 11 პუნქტი, განსხვავებით თავად ევროკავშირის შეფასებისგან.
|
ნაზი ბერიძე 01.07.2023

ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების ფონზე ოპოზიცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის გაზრდაზე საუბრობს, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრობლემატური პუნქტია, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და შემცირებაც მან უნდა შეძლოს. ხელისუფლება კი პირიქით აცხადებს, რომ სწორედ ოპოზიციის რადიკალიზმის გამოა ეს პრობლემა გაღრმავებული. სად არის გამოსავალი და რა შესაძლებლობა აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად, ამაზე „რეზონანსი" პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ეს არის დიალოგი და შეთანხმება.
|
ნაზი ბერიძე 01.07.2023

პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმის დამხობა შეიძლება არა მარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკაში. ყველა, პრო-კრემლისტური ანალიტიკოსებიც კი თანხმდებიან, რომ „ვაგნერის" ამბებმა რეჟიმი დაასუსტა, მათ შორის რუსი ნაციონალისტების თვალში, რომელთათვისაც ძნელად გადასატანია უკრაინის ომიდან რუსების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფების გასვლა.
|
ელზა პაპოშვილი 30.06.2023

შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - 13 წლის სპეციალური საჭიროებების მქონე გოგონა 3 თვის ორსულია. როგორც გოგონა ამბობს, მასზე 42 წლის მეზობელმა მამაკაცა იძალადა. თუმცა დაკაკვებული მამაკაცი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და დნმ-ს ანალიზის პასუხს ელოდება. როგორც გოგონას დედა ამბობს, ბავშვს მუცელი სტკიოდა, რის შემდეგაც იფიქრა, რომ ჭიები ჰყავდა. წამლებს ასმევდა, მაგრამ, რომ არ უშველა ექიმთან მიიყვანა. ექიმმა კი უთხრათ, რომ ორსულად იყო. ამის შემდგე ბავშვი პოლიციამ ამოსაცნობად მიიყვანა და მან ხელი მეზობლის 42 წლის მამაკაცს დაადო.
|
ნაზი ბერიძე 30.06.2023

პარასკევს 30 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა - პრემიერის მთავარი გზავნილები შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ძირითად პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკასა და ტურიზმს. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, მიმდინარე წლის განავლობაში, სხვადასხვა ასპექტში საქართველოს დაწინაურების კოეფიციენტები დაასახელა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 30.06.2023

უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება და უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ოპერატიული ალყისთვის ემზადებიან. ამ მიმართულებით ეს არის თითქმის ერთთვიანი კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი შედეგი. მთავარი ამოცანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი დასახლების დაკავებაა, რის შემდეგაც ქალაქი უკრაინელი სამხედროების კონტროლ ქვეშ მოექცევა.
|
ნაზი ბერიძე 30.06.2023

ზელენსკი ნატოს ვილნიუსის სამიტზე არ წავა თუ ლიდერებს „სიმამაცის დეფიციტი" ექნებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ და ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
|
ია აბულაშვილი 30.06.2023

მე-9 საუკუნის უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი ერკეთის დედათა მონასტერი, რომელიც გურიაში მდებარეობს, ოდითგანვე გამორჩეული იყო თავისი საგანძურით. ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. ტაძარის ძვირფასი კარებიც მე-9 საუკუნით თარიღდება; ერთ მხარეს ამშვენებს ვაზის ორნამენტები, მეორე მხარეს ლილიის ყვავილები.
|
ელზა პაპოშვილი 29.06.2023

უკრაინაში გააფთრებული ბრძოლა 4 მიმართულებით მიდის - ლიმანში, ბახმუტში, მარიინკასა და შახტიორსკში. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელები აცხადებენ, რომ სტრატეგიული ინიციატივა ხელში ჩაიგდეს და წინ მიიწევენ. უფრო სწრაფი წინსვლისთვის კი მათ საბრძოლო მასალა და განნაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა სჭირდებათ.
|
ნაზი ბერიძე 29.06.2023

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართვლოს გავლით, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე მოსკოვში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ამისთვის შემუშავებული აქვთ შესაბამისი „საგზაო რუკა" და მისი განხრციელებისთვის ძალას არ იშურებენ. რას შეიძლება გულისხმობდეს ეს გეგმა? ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, თუმცა მოსკოვში შესაძლოა მართლაც ჰქონდეთ გარკვეული გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ მისი განხორციელება.
|
ქეთო გოგოხია 29.06.2023

საბანკო პროდუქტებში ცვლილებების მორიგი ეტაპი დაიწყო. ბოლო პერიოდში დეპოზიტებზე სარგებელი შემცირდა. პარალელურად იკლებს საპროცენტო განაკვეთებიც, ტენდენცია განსაკუთრებით წლის ბოლომდე გახდება შესამჩნევი. საბანკო ასოციაციაში დაადასტურეს, რომ ცვლილება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|